შოსტაკოვიჩი, დიმიტრი
ვიკიპედიიდან
დიმიტრი შოსტაკოვიჩი (რუს.: Дмитрий Дмитриевич Шостакович) (*25 სექტემბერი, 1906 - 9 აგვისტო, 1975) -- საბჭოთა პერიოდის რუსი კომპოზიტორი. საბჭოთა მთავრობასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რის გამოც მისი მუსიკა ოფიციალურად სახალხოდ დაგმობილ იქნა 1936 და 1948 წლებში; თუმცა გარეგნულად საკმაოდ ლოიალური იყო -- პარტიაში შევიდა 1960 წელს და მოგვიანებით უზენაესი საბჭოს წევრიც გახდა. გარდაცვალების შემდეგ მისი გამოხმაურება საბჭოთა კავშირში ცხოვრებაზე პოლიტიკური და მუსიკალური უთანხმოების წყარო გახდა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ მუსიკოსი შესაძლოა ფარული დისიდენტი ყოფილიყო.
თავდაპირველი ავანგარდული პერიოდის შემდეგ შოსტაკოვიჩი ძირითადად რომანტიული იდიომით წერდა, მალერის ძლიერი ზეგავლენით. თუმცა მუსიკოსი ამას ატონალობასთან და შიგადაშიგ ტონალურ გამასთანაც აერთიანებდა. მისი მუსიკა ხშირად შეიცავდა მკვეთრ კონტრასტებსა და გროტესკის ელემენტებს. მის უდიდეს ნამუშევრებად მიიჩნევენ სიმფონიათა და სიმებიანი კვარტეტების სერიას, თხუთმეტი ნაწარმოებით თითოეულ სერიაში. სხვა ნამუშევართა შორისაა ოპერები, ექვსი კონცერტი და დიდი რაოდენობით მუსიკა კინოფილმებისთვის.