შენგელაია, ელდარ
ვიკიპედიიდან
ელდარ ნიკოლოზის ძე შენგელაია (*26 იანვარი, 1933, თბილისი) - ქართველი კინორეჟისორი. საქართველოს პარლამენტის წევრი. რეჟისორი ფილმებისა "არაჩვეულებრივი გამოფენა", "შერეკილები", "სამანიშვილის დედინაცვალი" და "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი".
სექციების სია |
[რედაქტირება] მცირე ბიოგრაფია
- 1957 - 1959 კინოსტუდია "მოსფილმი" - კინორეჟისორი
- 1960 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმი" - კინორეჟისორი
- 1976 წლიდან საქართველოს კინომატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე
- 1990 - 1992 საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი
- 1992 - 1995 საქართველოს პარლამენტის წევრი, კულტურის კომისიის თავმჯდომარე
- 1995 - 1999 საქართველოს პარლამენტის წევრი; თავმჯდომარის მოადგილე
- 1999 - 2004 საქართველოს პარლამენტის წევრი; თავმჯდომარის მოადგილე
- 2004 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი
[რედაქტირება] ფილმოგრაფია
[რედაქტირება] სარეჟისორო ნამუშევრები
- 1957 — ლეგენდა ყინულის გულზე
- 1959 — თვლის ზღაპარი
- 1964 — თეთრი ქარავანი
- 1965 — მიქელა (ნოველა კინოალმანახზე "წარსულის ფურცლები")
- 1968 — არაჩვეულებრივი გამოფენა
- 1974 — შერეკილები
- 1978 — სამანიშვილის დედინაცვალი
- 1984 — ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი
- 1993 — ექსპრეს-ინფორმაცია
- 1996 — Dog Rose
[რედაქტირება] ჯილდოები
- საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი — 1988
- საქართველოს სახალხო არტისტი
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემია (1985 წ.)