ქურმუხი
ვიკიპედიიდან
ამოიღეთ ეს თარგი სტატიის გამართვის შემდეგ.
ქურმუხი, საქართველოს ისტორიული მხარის - ჰერეთის მნიშვნელოვანი პუნქტი, ახლანდელი აზერბაიჯანის კახის რაიონის ცენტრის - დაბა კახის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კმ-ზე. შუა საუკუნეებში აქ საეპისკოპოსო კათედრალი იყო. ქურმუხის ეპისკოპოსს ექვემდებარებოდა აგრეთვე ჰერეთის მთიანეთისა და წახურის (დაღესტანში) მრევლი. XVII საუკუნის დასაწყისში ირანის შაჰმა აბას I-მა ჰერეთის აღმოსავლეთი თემი კაკი ქურმუხითურთ ჩამოართვა კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს და წახურელ ლეკებს გადასცა, რომელნიც აქ საბოლოოდ XVIII საუკუნის I მეოთხედიდან გაბატონდნენ. ქურმუხი მოსწყდა კახეთის სამეფოს. შემდგომ იგი უკვე საინგილოს მნიშვლოვანი პუნქტია. შემორჩენილია XIII-XIV საუკუნეების ეკლესია - "ქურმუხის წმინდა გიორგი". იგი როგორც ქართულ, ისევე მუსლიმანური მოსახლეობის წმინდა ადგილად ითვლებოდა.