ქინქლაძე, გიორგი
ვიკიპედიიდან
გიორგი ქინქლაძე (*7 ივნისი, 1973, თბილისი, სსრკ), ქართველი ფეხბურთელი, ნახევარმცველი.
თავდაპირველად დინამო თბილისში და მოგვიანებით გაცვლით საარბრიუკენში თამაშის შემდეგ ქინქლაძემ სახელი გაითქვა მანჩესტერის კლუბში გადასვლისას 1995 წელს. უაღრესად ნიჭიერი, თუმცა ცოტა არ იყოს არასტაბილური მოთამაშე გულშემატკივართა ფავორიტი გახდა და 120 თამაშში 22 გოლი გაიტანა, თუმცა კლუბის გადარჩენა ორი რელეგაციისგან ვერ მოახერხა. საქალაქო კლუბის მეორე დივიზიონში დაქვეითების შემდეგ ის ამსტერდამის აიაქსში გადადის £5 მილიონად.
დერბი ქაუნტის კლუბში გადასვლა შედარებით წარუმატებელი აღმოჩნდა -- 65 თამაშში მხოლოდ 8 გოლი გაიტანა. პრაიდ პარკის კლუბში ყოფნისას 2002/3 სეზონზე მაყურებელთა ფავორიტი ხდება და წლის მოთამაშის ტიტულს იხვეჭს. ამჟამად რუსულ კლუბ ”რუბინ კაზანში” თამაშობს.
ქინქლაძე საქართველოს ეროვნული გუნდისთვის სულ 50-ჯერ გამოვიდა.