ფინქ-იენსენი, იენს
ვიკიპედიიდან
იენს ფინქ-იენსენი (Jens Fink-Jensen)(* 19 დეკემბერი, 1956, კოპენჰაგენი) - დანიელი პოეტი, მწერალი, ფოტოგრაფი, კომპოზიტორი, არქიტექტორი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
იენს ფინქ-იენსენის დებიუტი, როგორც მხატვრული ნაწარმოების ავტორის, შედგა 1975 წლის 4 ივნისს, როდესაც მისი მოკლე მოთხრობა " Juni 1995 " ("1995 წლის ივნისი") გამოქვეყნდა ყოველდღიურ გაზეთში "Information" (ინფორმაცია), ხოლო როგორც პოეტის - 1976 წლის მაისში, როდესაც მისი ოთხი ლექსი გამოქვეყნდა ლიტერატურული ჟურნალის - "Hvedekorn" 76/1 ნომერში.
მისი პირველი წიგნი, ლექსების კრებული სახელწოდებით "Verden i et øje "(სამყარო თვალის ერთი შევლებით) გამოქვეყნდა 1981 წლის 19 ოქტომბერს, ხოლო მისი პირველი პროზაული ნაწარმოებები მოკლე მოთხრობების კრებული, სახელწოდებით "Bæsterne" (მხეცები) გამოქვეყნდა 1986 წლის 5 ივნისს. 1994 წლის 18 მარტს მან გამოაქვეყნა საბავშვო წიგნი "Jonas og konkylien "(იონასი და ლოკოკინას ნიჟარა).
იენს ფინქ-იენსენმა სკოლის დამამთავრებელი გამოცდა 1976 წელს ჩააბარა თანამედროვე ენებში ჰერლუფშოლმის სკოლა-ინტერნატში, შემდეგ გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური და სამეფო ლეიბ-გვარდიაში სათანადო მომზადებისთანავე მიიღო სერჟანტის წოდება. 1986 წელს, კოპენჰაგენში დანიის სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემიის დამთავრების შემდეგ, იგი გახდა არქიტექტორი, ხოლო 1997 წელს კი მულტიმედიური დიზაინერი, იგივე აკადემიიდან.
როგორც ჰვედეკორნის რედაქტორის ფილ ბორუმის ჯგუფის 1980-იანი წლების პოეტების ორიგინალური წრის ერთ-ერთმა წევრმა, იენს ფინქ-იენსენმა, თავის კოლეგასთან, მაიქლ სტრუნგთან თანამშრომლობით (1958-1986) და სხვებთან ერთად, კოპენჰაგენში, 1980 წელს მოაწყო მანიფესტაცია "NÅ!!80".
1999 წელს მისი ლექსების კოლექცია "Nær afstanden" (დისტანციასთან ახლოს), რომელიც გადათარგმნილი იქნა ჯამალ ჯუმას მიერ (Alwah publishers, madridi) გამოქვეყნდა არაბულ ენაზე. რამდენიმე ამ ლექსთაგანი მანამდე იქნა გამოქვეყნებული "Al-Quds Al-Arabi" -ში (ლონდონი, 1996) და "Nizwa" პერიოდულ გამოცემაში (ომანის სულთანატი, 1999).
იენს ფინქ-იენსენი სხვადასხვა მუსიკალურ თუ ლიტერატურულ ფესტივალებში, სკოლებსა და ბიბლიოთეკებში იღებს მონაწილეობას თავისი მულტიმედიური წარმოდგენებით, რომლებშიც ლექსების კითხვა შერწყმულია მუსიკასა (სინთეზატორი და საქსოფონი) და სლაიდების ჩვენებასთან.
[რედაქტირება] პუბლიკაციები
- Verden i et øje (სამყარო თვალის ერთი შევლებით), ლექსები, 1981
- Sorgrejser (მოწყენილი მოგზაურობა), ლექსები, 1982
- Dans under galgen (ცეკვა სახრჩობელის ქვეშ), ლექსები, 1983
- Bæsterne (მხეცები), მოკლე მოთხრობები, 1986
- Nær afstanden (დისტანციასთან ახლოს), ლექსები, 1988 (გამოქვეყნებულია 1999 წელს, არაბულ ენაზე)
- Jonas og konkylien (იონასი და ლოკოკინას ნიჟარა), საბავშვო წიგნი, 1994 (მედს სთეიჯის ილუსტრაციებით)
- Forvandlingshavet (ცვლილებების ზღვა), ლექსები, 1995
- Jonas og himmelteltet (იონასი და ცის ტენტი), საბავშვო წიგნი, 1998 (მედს სთეიჯის ილუსტრაციებით)
- Alt er en åbning (ყველაფერი აღმოჩენაა), ლექსები, 2002
- Syd for mit hjerte. 100 udvalgte kærlighedsdigte (ჩემი გულის სამხრეთით. 100 რჩეული სასიყვარულო ლექსი), 2005
[რედაქტირება] ჯილდოები
- დანიის ხელოვნების საზოგადოება, 1982
- ილუსტრირებული დანიური წიგნის კულტურის კომიტეტის სამინისტრო, 1992
- დანიის ლიტერატურული საბჭო, 1997 და 1998.
[რედაქტირება] თარგმანები
- იენს ფინკ-იენსენის რამდენიმე ლექსი და მოკლე მოთხრობა ამჟამად ინგლისურ ენაზე ითარგმნება. მისი საბავშვო წიგნები უკვე გადათარგმნილია ინგლისურ ენაზე, მაგრამ ჯერ არ გამოქვეყნებულა.
[რედაქტირება] ფოტოგრაფია და გამოფენები
იენს ფინქ-იენსენმა შემდეგი ფოტოგამოფენები მოაწყო დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში:
- Images of Beijing (პეკინის გამოსახულებები), ჩინეთის დედაქალაქის ადგილებისა და ხალხის პორტრეტებით (დისტრიბუტერი: Amnesty International).
- Ships of the South, (სამხრეთის გემები), უმეტესწილად მომცრო სათევზაო ნავების, შესაბამისი ადამიანებისა და ხმელთაშუა ზღვის, ატლანტის ოკეანის ევროპის სანაპიროსა და მოროკოს შემოგარენის ჩვენებით.