უოლნატ სტრიტის თეატრი
ვიკიპედიიდან
უოლნატ სტრიტის თეატრი (ინგლ. The Walnut Street Theatre - თეატრი უოლნატის ქუჩაზე) უძველესი უწყვეტად მოქმედი თეატრია ინგლისურენოვან სამყაროში; მდებარეობს ფილადელფიაში, პენსილვანია, #825 უოლნატ სტრიტზე. დაწესებულებას სამი სცენა აქვს: მთავარი - კომპანიის ძირითადი და უდიდესი წარმოდგენებისთვის, ინდიპენდენს-სტუდიო - შენობის მესამე სართულზე მცირე წარმოდგენებისთვის, და სტუდიო 5 - მეხუთე სართულზე, რომელიც გაქირავებულია დამოუკიდებელი წარმოდგენებისთვის.
[რედაქტირება] ისტორია
უოლნატ სტრიტის თეატრი ააგო პეპინ და ბრესკარის ცირკმა - ფრანგული ტრუპა, რომელიც ამერიკაში ტურით მოგზაურობდა 1807-15 წლებში. პეპინ და ბრესკარმა უამრავი სცენური ნაგებობა ააშენეს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, სადაც მათი საცირკო წარმოდგენების პარალელურად კლასიკური ნაწარმოებები და საცხენოსნო დრამები იმართებოდა. თეატრი დაფუძნდა 1809 წელს და სახელად "ახალი ცირკი" დაერქვა. 1811 წელს არქიტექტორმა უილიამ სტრიკლენდმა დააპროექტა და ააგო სცენა და საორკესტრო ნიშა თეატრალური წარმოდგენებისთვის; შესაბამისად თეატრის სახელი შეიცვალა ”ოლიმპიკ”-ით. დღევანდელი სახელით თეატრი 1828 წლიდან იწოდება.
უოლნატი პირველი თეატრი იყო, სადაც 1837 წელს გაზის საფეხურების განათება დამონტაჟდა. 1855 წელს ის ასევე პირველი თეატრი გახდა ჰაერის კონდიცირების სისტემით. 1892 წელს თეატრმა შანდლებსა და საფეხურების ელექტრო განათებაზე გადაინაცვლა. მას შემდეგ თეატრმა მრავალი რენოვაცია განიცადა.
პირველი თეატრალური წარმოდგენა ამ თეატრში იყო სპექტაკლი "The Rivals" (მოპაექრეები) 1812 წელს (დამსწრეთა შორის იყვნენ პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი და მარკიზ დე ლაფაიეტი). 1865 წელს თეატრი შეისყიდეს ედვინ ბუზმა და ჯონ სლიპერ კლარკმა. 1941 წელს თეატრი შუბერტის ორგანიზაციის ნაწილი გახდა. ამ პერიოდში თეატრში იდგმებოდა ბროდვეიზე გასასვლელი შემდეგ კლასიკად გადაქცეული სადცელი სპექტაკლები, მათ შორის:
- "სურვილის ტრამვაი" (A Streetcar Named Desire), მარლონ ბრანდოს შესრულებით (1947)
- "მისტერ რობერტსი", ჰენრი ფონდას მონაწილეობით (1948)
- "გიგი", ოდრი ჰეპბერნის მონაწილეობით (1951)
- "ანა ფრანკის ფერმა" (The Diary of Anne Frank), სიუზან სტრასბურგის მონაწილეობით
- "ქიშმიში მზეზე" (A Raisin in the Sun), სიდნი პუატიეს მონაწილეობით (1959)
- "მამაკაცი ყველა სეზონისთვის" (A Man For All Seasons), პოლ სკოფილდის მონაწილეობით (1961).
1964 წელს უოლნატის ქუჩის თეატრი ნაციონალური ისტორიული ლენდმარკი გახდა, 1969 წელს კი იგი საქველმოქმედო ორგანიზაციამ შეისყიდა და ახალ უოლნატ სტრიტ თეატრის კორპორაციად გარდაქმნა. 1976 წლის 23 სექტემბერს აქ მოეწყო პირველი საპრეზიდენტო დებატები ჯერალდ ფორდსა და ჯიმი კარტერს შორის. 1984 წელს ჩამოყალიბდა უოლანტ სტრიტ თეატრის სკოლა, რომელშიც ყოველწლიურად დაახ. 1200 სტუდენტია. სერია "ინდიპენდენს სტუდიო მესამეზე" 1986 წლიდან შემოიღეს.
დღემდე კომპანია უშვებს ხუთ სპექტაკლს სეზონზე თეატრის მთავარ სცენაზე და ყველაზე მეტი რეგულარული მაყურებელის მქონე კომპანიად ითვლება მსოფლიოში.