უმბერტო II (იტალია)
ვიკიპედიიდან
უმბერტო II ნიკოლა ტომაზო ჯოვანი (იტალ.: Umberto II. Nicola Tomaso Giovanni) (* 15 სექტემბერი 1904, რაკონიჯი, იტალია; † 18 მარტი 1983, ჟენევა, შვეიცარია) – იტალიის ბოლო მეფე, იტალიის მარშალი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
უმბერტო ვიტორიო ემანუელე III-ის და მისი მეუღლის მონტენეგროს პრინცესა ელენეს ვაჟი იყო. 1946 წელს მამაის ტახტიდან გადადგომის შემდეგ იგი იტალიის მეფე და სავოიის ჰერცოგი გახდა. მისმმა მმართველობამ მხოლოდ 33 დღე გასტანა, 1946 წლის 9 მაისიდან 12 ივნისამდე.
მონარქიის გაუქმების შემდეგ იგი ემიგრაციაში წავიდა და აღარასოდეს დაბრუნებულა იტალიაში. 1983 წლის 18 არტს იგი ჟენევაში გარდაიცვალა, თუმც დაკრძალულ იქნა სავოიაში. 1830 წლის 8 იანვარს უმბერტო II-ემ იქორწინა ბელგიის პრინცესა მარიზე, რომელთანაც 4 შვილი შეეძინა:
- მარია პია (* 24 სექტემებერი 1934) - იუგისლავიის პრინცესა
- ვიტორიო ემანუელე (* 12 თებერვალი 1937) - სავოიის ჰერცოგი
- მარია გაბრიელა (* 24 თებერვალი 1940) - გრაფინია დე ბალკანი
- მარია ბეატრიჩე (* 2 თებერვალი 1943) - სენიორა კორვალანი
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
- ვიტორიო ემანუელე II
- უმბერტო I
- ვიტორიო ემანუელე III