ტაივანი
ვიკიპედიიდან
ტაივანი (Taiwan) - კუნძული მატერიკული ჩინეთის მახლობლად. სახელი ტაივანი ჩინურად "ტერასებიან ყურეს" ნიშნავს. მართლაც, ტერასებზე გაშენებული ბრინჯის პლანტაციები ტიპიური ტაივანური პეიზაჟია. დე-ფაქტო სუვერენული ქვეყანაა, თუმცა მას არ აღიარებს ჩინეთი და ქვეყნების უმრავლესობა. 1949 წელს აქ თავშესაფარი ჰპოვა ჩინეთის ნაციონალისტურმა მთავრობამ ჩან კაი შის ხელმძღვანელობით, რომელიც სამოქალაქო ომში დამარცხდა კომუნისტ მაო ძე-დუნთან.
- ფართობი - 35,980 კვ.კმ. უმაღლესი მწვერვალი - იუშანი 3.997 მ; მდინარე - ლაო ნუნ-ჩი; კლიმატი - ტროპიკული.
- მოსახლეობა - 22,1 მილიონი.
- ენა: ჩინური.
- ქალაქები (ათ.) - ტაიბეი. ტაივანი ეკონომიკურად მაღალგანვითარებული ქვეყანაა.
- ეროვნული შემოსავალი: მოცულობა - 283 მლრდ $ (მე-19 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 13.060 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 3, მრეწველობა 35, მომსახურება 62;
- ექსპორტი - ელექტრომოწყობილობანი, მანქანათმშენებლობის ნაწარმი, საფეიქრო ნაწარმი.