სულეიმან ბუიუქი
ვიკიპედიიდან
სულეიმან ბუიუქი (დიდი) (* 1722 ― † 1802), ბაღდადის ფაშა (1780 - 1802). ახალგაზრდა ოსმალეთში ტყვედ გაყიდეს. იგი ბაღდადში მიიყვანა და ერაყის გამგებელ სულეიმან აბუ ლაილს უფეშქაშა მარდინის ვოევოდამ მუჰამად ეფენდი ბეგმა.
აბუ ლაილმა თავისი თანამედროვე მამლუქთაგან დაკომპლექტებულ რჩეულ სამხედრო რაზმში ჩარიცხა და დააწინაურა. 1765 ბასრის გამგებლად დანიშნეს. 1780 ერაყის ხელისუფლებას ჩაუდგა სათავეში და 22 წელს განაგებდა. მისი პოლიტიკის ძირითადი მიმართულება იყო ერაყის გაძლიერება, ირანელთა თავდასხმებისა და არაბ ტომთა გამუდმებული თარეშის აღკვეთა, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის წახალისება. იგი არის ქულეიმენების ქართული დინასტიის ფუძემდებელი ერაყში.