სტეფანი, გვენ
ვიკიპედიიდან
გვენდოლინ რენე სტეფანი (Gwendolyn Renée Stefani) (დ. 3 ოქტომბერი, 1969) -- ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, როკ-ჯგუფი ნოუ-დაუტ (No Doubt) წამყვანი სოლისტი.
სტეფანიმ თავდაპირველი პოპულარობა ნოუ დაუტის 1995 წლის ალბომით ტრაგიკული სამეფო (Tragic Kingdom), რომლის ყველაზე წარმატებული ჰიტები იყო „Just a Girl“, „Spiderwebs“, და „Don't Speak“. მომდევნო ალბომები ისე უკვე აღარ გამოირჩეოდა არც პოპულარობით და არც გაყიდვებით, თუმცა ამ ჟანრში საკმაოდ წარმატებულ ნამუშევრებად ითვლება.
2004 წელს გვენ სტეფანი წერს პირველ სოლო ალბომს „Love. Angel. Music. Baby“, რომელიც ჟანრის რამდენიმე წამყვან მუსიკოსთან (ლინდა პერი, აუტკასტი, ანდრე 3000 და სხვ.) კონსულტაციებით გამოვიდა. ალბომი შეიცავდა პოპ და საცეკვაო მუსიკის კომპოზიციებს და მათში ძლიერი ჰიპ-ჰოპისა და სლოუ-ჯემის გავლენა იგრძნობა. მისი მესამე სინგლი „Hollaback Girl“ უდიდესი საერთაშორისო პოპულარობით სარგებლობს და პირველი ამერიკული დიჯიტალ-სინგლი ხდება, რომელმაც გაყიდვებით 1 მილიონს გადააჭარბა.