სიმონ ბატონიშვილი
ვიკიპედიიდან
სიმონ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (* 3 თებერვალი, 1683 ― † 26 იანვარი, 1740), ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, ვახტანგ VI-ის ძმა. აქტიურად მონაწილეობდა სამეფო კარის საქმიანობაში, როდესაც ვახტანგი სპარსეთში გაემგზავრა, სიმონ ბატონიშვილი ქართლის გამგედ დატოვა (1712-1716). მეფე იესეს დროსაც გამგედ იყო. შემდეგ თან გაჰყვა ვახტანგ VI-ს რუსეთშI, სადაც გარდაიცვალა (დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში). სიმონ ბატონიშვილის განკარგულებითა და ხარჯით თბილისში დაიბეჭდა ერთ-ერთი პირველი ქართული წიგნი "კურთხევანი" (1713).