საომარ მოქმედებათა თეატრი
ვიკიპედიიდან
საომარ მოქმედებათა თეატრი ეწოდება ისეთ საზღვაო, საოკეანო ან სახმელეთო სივრცეს, სადაც გაშლილია დაპირისპირებულ მხარეთა ჯარების დაჯგუფებები, რომლებიც აწარმოებენ საომარ მოქმედებებს როგორც ხმელეთზე, ასევე ჰაერში და ზღვაზე. საომარ მოქმედებათა თეატრის გამოყოფა ხდება არა მარტო საომარ, არამედ მშვიდობიან დროსაც.