სამეფო ოპერის თეატრი
ვიკიპედიიდან
სამეფო ოპერის თეატრი საშემსრულებლო ხელოვნებათა დაწესებულებაა ლონდონში. ასევე ცნობილი როგორც კოვენტ გარდენი, უბნის სახელით, სადაც ეს თეატრი მდებარეობს. შენობაში ბინა აქვს სამეფო ოპერას, სამეფო ბალეტს და სამეფო ოპერის თეატრის ორკესტრს.
თანამედროვე შენობა მესამე თეატრია ამ ადგილას. ფასადი, ფოიე და დარბაზი 1858 წლით თარიღდება, თუმცა თითქმის ყველა დანარჩენი ელემენტი ამჟამად არსებული კომპექსისა 1990-იან წლებში ჩატარებული რეკონსტრუქციის შედეგია. თეატრი 2.268 მაყურებელს იტევს და შედგება ოთხ იარუსიანი ბალკონებისა და ამფითეატრისაგან. პროსცენიუმი 12,20 მ-ია სიგანით და 14,80 მ სიმაღლით.