რომის მოქალაქეობა
ვიკიპედიიდან
რომის სახელმწიფო ინსტიტუტების შესახებ | |
---|---|
რომის სამეფო | |
რომის რესპუბლიკა | |
რომის იმპერია | |
პრინციპატი | დომინანტი |
ძირითადი მაგისტრატუსები: | |
საგანგებო მაგისტრატუსები: | |
სხვა თანამდებობები და წოდებები: | |
|
|
პოლიტიკა და კანონი: | |
|
|
რომის მოქალაქის სტატუსი და ცნება დროთა განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა. თავდაპირველად რესპუბლიკის პერიოდში რომის მოქალაქეობა ჰქონდათ რომის მკვირდ მოსახლეობას და ადრეული რესპუბლიკის და მეფეების პერიოდში ჩამოსახლებულ საბინელებს და ეტრუსკებს. რომის მოქალაქეებს შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და არჩეულიყვნენ მაგისტრატუსებათ, მოქალაქის მონად გაყიდვა დასასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯა შეუძლებელი იყო და მხოლოს მოქალაქეს შეეძლო ლეგიონებში მსახურობა, მხოლოდ რომის მოქალაქეების ქორწინება ითვლებოდა კანონიერად და მათ ასევე ჰქონდათ კონტრაქტების დადების უფლება.
რომის მოქალაქის განმასხვავებელი სამოსი იყო ტოგა, არამოქალაქეს მისი ტარების უფლება არ ჰქონდა.
იტალიის მოსახლეობას ლათინური მოქალაქება ჰქონდა, მათი პოლიტიკური უფლებები რომის მოქალაქეებთან შედარებით შეზღუდული იყო, მაგრამ არამოქალაქეეზე მეტი უფლებები ჰქონდათ, მოკლედ ეს მოქალაქეებსა და არამოქალაქეებს შორის გარდამავალი რგოლი იყო.
მოკავშირეთა ომის შედეგად (ძვ. წ. I საუკუნის დასაწყისში) ძვ. წ. 88 წლის კანონით მოქალაქეობა მიიღო იტალიის იმ მოსახლეობამ ვინც შეწყვიტა ომი და დაყარა იარაღი.
რომის მოქალაქეიობის მიღება კიდევ შეიძლებოდა სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებებით მიღება, ამის გარდა განთავისუფლებული მონებიც ავტომატურად იღებდნენ მოქალაქეობას.
იმპერიის პერიოდში მოქალაქეებმა პოლიტიკური უფლებები ფორმალურად არ დაკარგეს, მაგრამ პოლიტიკურ ძალას აღარ წარმოადგენდნენ. ავგუსტუსი ყველანაერად ცდილობდა მოქალაქის სტატუსი აემაღლებინა და განსაკუთრებით პრივილიგირებული გაეხადა, ამიტომ არამოქალაქეებისთვის მოქალაქეობის მიღებას იგი ყველანაერად ართულებდა.
ვესპასიანეს დროს კი იტალიის მთელმა მოსახლეობამ მიიღო მოქალაქეობა. ამ ეპოქაში მოქალაქეობის ყიდვაც შეიძლებოდა, მართალია ძალიან ძვირად. ამის შემდეგ მოქალაქეობას ანიწებდნენ მთელი ქალაქების მოსახლეობას, როდესაც ისინი რაიმე რთულ პირობებში რომის ერთგულები რჩებოდნენ.
212 წლის კანონით კი მოქალაქეობა იმპერიის ყველა თავისუფალმა მამაკაცმა მიიღო.