ჟობიმი, ანტონიო კარლოს
ვიკიპედიიდან
ანტონიო კარლოს ჟობიმი (Antonio Carlos Brasileiro de Almeida Jobim) (25 იანვარი, 1927, რიო-დე-ჟანეირო – 8 დეკემბერი, 1994, ნიუ-იორკი), ასევე ტომ ჟობიმი -- ბრაზილიერლი კომპოზიტორი, მომღერალი, პიანისტი და ბოსა-ნოვას უდიდესი ლეგენდა. მისი კომპოზიციები შესრულებული ჟოაო ჟილბერტოსთან ერთად დასაბამს აძლევს ბოსა-ნოვას ჟანრს 1960-იან წლებში.
ჟობიმზე უდიდესი ზეგავლენა მოუხდენია პიხინგიუნიას, ლეგენდარულ მუსიკოსსა და კომპოზიტორს, რომელმაც 1930-იან წლებში თანამედროვე ბრაზილიურ მუსიკის განვითარებას დაუდო დასაბამი.
ჟობიმმა სახელი გაითქვა მწერალ და პოეტ ვიცისიუს დე-მორაესთან "ორფეუ დე კარნავალ"-ისთვის (1956) მუსიკის დაწერის შემდეგ. ეს მუსიკა საყოველთაოდ ცნობილი გახდა კინოფილმში "შავი ორფეუსი". მისი ყველაზე პოპულარული სიმღერებისთვის ლირიკას დე-მორაესი წერდა.
ამერიკელი ჯაზის მომღერლებმა ელა ფიცჯერალდმა და ფრენკ სინატრამ გამოიყენეს ჟობიმის სიმღერები საკუთარ ალბომებში Ella Abraça Jobim (1981) და Francis Albert Sinatra & Antonio Carlos Jobim (1967), შესაბამისად. ჟობიმი მას შემდეგ მსოფლიოში ცნობილი გახდა, როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომპოზიტორი.
ჟობიმი დაკრძალულია სან-ჟოაო ბატისტას სასაფლაოზე რიო-დე-ჟანეიროში. რიოს საერთაშორისო აეროპორტი ჟობიმის სახელს ატარებს.
[რედაქტირება] რჩეული კომპოზიციები
- "Garota de Ipanema" ("გოგონა იპანემადან")
- "Wave"
- "Tide"
- "Chovendo na Roseira" ("ბავშვური თამაშები"/აცრ "ორმაგი ცისარტყელა")
- "Samba de Uma Nota Só" ("ერთ ნოტიანი სამბა")
- "Corcovado" ("წყნარი ვარსკვლავების წყნარი ღამეები / Quiet Nights of Quiet Stars")
- "Insensatez" ("How Insensitive")
- "Desafinado" ("Off Key")
- "Chega de Saudade" ("კმარა ბლუზი")
- "Triste"
- "Solidão Passageira" ("ლურჯი ფრინველი")
- "Fotografia" ("ფოტოსურათი")
- "Águas de Março" ("მარტის წყლები")
- "Samba do Avião" ("სამბას თვითმფრინავი")
- "Amparo"
- "Matita Perê"
- "Passarim"
- "Borzeguim"
- "Bonita"
- "Two Kites (Things in the Skies)"