ჟარი, ალფრედ
ვიკიპედიიდან
ჟარი, ალფრედ (* 8 სექტემბერი, 1873, ქ. ლავალი, მაიენის დეპარტამენტი ― † 1 ნოემბერი, 1907, პარიზი), ფრანგი მწერალი. სათავეში ედგა სიმბოლისტ და მოდერნისტ პოეტთა ჯგუფს. სახელი გაითქვა მარიონეტების თეატრისათვის დაწერილი გროტესკული ფარსით "მეფე იუბიუ" (1888), რომელშიც სამყარო წარმოდგენილია ერთმანეთთა დაუკავშირებელი ფაქტების პარადოქსულ შერწყმად, უაზრობად და ძალადობის ზეიმად. ეკუთვნის ლექსების კრებულები: "ქვიშის საათის წუთები" (1894), "კეისარი ანტიქრისტე" (1895). ეროტიკულ-ფანტასტ. რომანი "ზემამაკაცი" (1902) და სხვა. მისი შემოქმედების ზოგიერთი მხარე შემდგომში განავითარეს კუბისტებმა, დადაისტებმა და სიურრეალისტებმა.