ოძაკი კოიო
ვიკიპედიიდან
ოძაკი კოიო (იაპ. 尾崎 紅葉, ნამდვილი სახელია ტოკუტარო) (* 10 იანვარი, 1868, ტოკიო ― † 30 ოქტომბერი, 1903, იქვე), იაპონელი მწერალი. მწერალ იამადა ბიმიოსთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ლიტერატურულ საზოგადოებას "სატუშის მეგობარი" (1888), რომლის იდეურ-შემოქმედებითი პოზიცია ძველი ლიტერატურის ტრადიციებთანაა დაკავშირებული. ავტორია რომანებისა "ორი მონაზენის სასიყვარულო აღსარება" (1889), "სურნელოვანი სასთუმალი" (1890), "ორი ცოლი", "ოქროს დემონი" (1897), პირველი ფაიქოლოგიური რომანისა იაპონურ ლიტერატურაში - "ბევრი გრძნობა, ბევრი სიმწარე" (1896).