ოჩამჩირე
ვიკიპედიიდან
ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე. ქალაქად გამოცხადდა 1926 წელს. მოსახლეობა 20,6 ათასი (1991 წ.). ოჩამჩირე სარკინიგზო კვანძია, აქედან რკინიგზის განშტოება მიემართება სამრეწველო ქალაქ ტყვარჩელისაკენ.