ოქროს კარიბჭე (იერუსალიმი)
ვიკიპედიიდან
ოქროს კარიბჭე უძველესია დღემდე შერმორჩენილ კარიბჭეთა შორის იერუსალიმის ძველი ქალაქის გალავანზე. სავარაუდოდ აგებულ იქნა 520-იან წლებში, იუსტინიანე I-ის იერუსალიმის აღმშენებლობის პროგრამის ფარგლებში, გალავანში ადრინდელი კარიბჭის ნანგრევების ადგილას. ალტერნატიული თეორიით ის შესაძლოა აგებული ყოფილიყოს მე-7 საუკუნეში უმაიადის ხალიფთა მიერ დაქირავებულ ბიზანტიელ ხელოსანთა მიერ.
ქრისტიანულ ლიტერატურაში ამ კონსტრუქციას "ოქროს კარიბჭით" მოიხსენებენ, არაბულში კი ის ცნობილი იყო როგორც "მუდმივი სიცოცხლის კარიბჭე". ებრაელები კარიბჭესთან მოწყალებისთვის ლოცულობდნენ, საიდანაც მომდინარეობს სახელი Sha'ar Harachamim, "მოწყალების კარიბჭე".
კარიბჭე მდებარეობს ტაძრის მთის აღმოსავლეთ მხარის შუაგულში. შესასვლელი ამ პოზიციაში რიტუალური მიზნებისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული ბიბლიურ დროში.
ებრაული ტრადიციით ეს ის კარიბჭეა, რომელშიც მესია იერუსალიმში უნდა შემოვიდეს. კარიბჭე დალუქულ იქნა 1541 წელს ოსმალეთის სულთანი სულეიმან I-ის მიერ, შესაძლოა მესიის შემოსვლის თავიდან არიდების გამო. მუსულმანებმა ასევე კარიბჭის წინ სასაფლაო მოაწყვეს, შესაძლოა იმ მოსაზრებით, რომ მესია ვერ შეძლებდა საკუთარი თავის წაუბილწავად ქალაქში შემოსვლას.