ოსგუდი, სემიუელ
ვიკიპედიიდან
სამუელ ოსგუდი (ინგლ. Samuel Osgood) (*3 თებერვალი, 1747 – †12 აგვისტო, 1813) მასაჩუსეტსის წარმომადგენელი კონტინენტალურ კონგრესზე, აშშ-ის ფოსტის პირველი ხელმძღვანელი.
[რედაქტირება] ადრეული წლები
1630 წელს ინგლისიდან, ქალაქ ანდოვერიდან, მასაჩუსეტსში ჩამოვიდა ჯონ ოსგუდი. 1642 წელს მან დაარსა ქალაქი, რომელსაც თავისი მშობლიური ქალაქის სახელი, ანდოვერი, უწოდა. სამუელ ოსგუდი იყო მისი შვილიშვილის კაპიტანი პიტერ ოსგუდის შვილი.
სამუელი სწავლობდა ჰარვარდის კოლეჯში, 1770 წელს მან თეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. იგი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში და ადგილობრივი მილიციის რამზში ჩაეწერა მოხალისედ. 1774 წლის კოლონიალურ ასამბლეაზე წარგზავნილი იქნა ქალაქის წარმომადგენლის რანგში.
[რედაქტირება] რევოლუცია
ლექსინგტონისა და კონკორდის ბრძოლებში ოსგუდი ხელმძღვანელობდა ადგილობრივ მოხალისეთა რაზმს. მას შემდეგ, რაც ბრიტანელებმა უკან დაიხიეს, ოსგუდი და მისი რაზმი მათ უკან გაჰყვა და მონაწილეობა მიიღო ბოსტონის აღებაში. 1776 წელს ბოსტონის აღების წარმატებით დასრულების შემდეგ ოსგუდმა დატოვა არმია და პროვინციალურ კონგრესში დაბრუნდა. 1780 წელს ის აირჩიეს შტატის სენატში.
[რედაქტირება] ნიუ-იორკი
1789 წელს პრეზიდენტმა ვაშინგტონმა, ოსგუდი ფოსტის პირველ ხელმძღვანელად დანიშნა. როდესაც გადაწყდა, რომ ხელისუფლება ფილადელფიაში უნდა დამჯდარიყო და იქიდან ემართა ქვეყანა, ოსგუდმა ნიუ-იორკში დარჩენა გადაწყვიტა და 1791 წელს დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.
1800 წელს ოსგუდი ნიუ-იორკის საკრებულოში აირჩიეს, სადაც 1803 წლამდე მსახურობდა სპიკერად. 1803 წელს იგი დანისნეს ნიუ-იორკის საზღვაო პორტის მთავარ ოფიცრად, ამ თანამდებობაზე იგი სიკვდილამდე მსახურობდა. 1812 წელს ის აირჩიეს ნიუ -იორკის საქალაქო ბანკის (სითიბანკი) პირველ პრეზიდენტად.
ოსგუდი 1813 წელს გარდაიცვალა, ნიუ-იორკში, დაკრძალულია ნიუ-იორკში.