ორბელი, სუმბატ
ვიკიპედიიდან
სუმბატ ივანეს ძე ორბელი, XII საუკუნის I ნახევრის ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს ამირსპასალარი. სტეფანოს ორბელიანის ცნობით, სუმბატისა და მისი მამის ივანეს სარდლობით ქართველებმა 1128 წელს აიღეს ქალაქი ხანანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მაჰმადიანთა ხელში იყო.