ორბელი, ელიგუმ
ვიკიპედიიდან
ელიგუმ ორბელი († დაახლოებით 1195/1196), XII საუკუნის II ნახევრის მოღვაწე, საქართველოდან გადახვეწილი ლიპარიტ ორბელის ძე. სტეფანოს ორბელიანის ცნობით, მან ირანის ათაბაგისაგან სამამულოდ მიიღო ქალაქი ჰამიანი და 12 წლით დაინიშნა რეის, ისპაჰანისა და ყაზვინის ამირად. შემდეგ ელიგუმმა მამულები მიიღო ნახევაჭანში (ციხე ერენჯაკი, სოფელი ჭაჰუკი და ქალასრაჰი) და გამუსლიმანდა.