ონანა მდივანი
ვიკიპედიიდან
ონანა მდივანი (ნამდვილი სახელი და გვარი ონანა გიორგის ძე ქობულაშვილი) (* 1757/1758 ― † 1728, მოსკოვი), ქართველი პოეტი, მდივან-მწიგნობარი ერეკლე I-ისა და მისი შვილების კარზე.
აქტიურად მონაწილეობდა ვახტანგ VI-ის თაოსნობით გაჩაღებულ კულტურულ-ლიტერატურულ საქმიანობაში. 1724 წელს ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში. ასტრახანში გალექსა პოემა "ბარამგულიჯანიანი", დაწერა ანბანთქებანი, რომლებშიც გადმოსცემდა ეკლესიურ-სარწმუნოებრივ მოტივებს, სატრფიალო განწყობილებებს, XVIII საუკუნის ქართველ ემიგრანტთათვის დამახასიათებელ შეხედულებებს წუთისოფლის დაუნდობლობაზე.
ონანა მდივანმა გადმოიღო ვახტანგ VI-ის მიერ პროზაულად თარგმნილი "ქილილა და დამანას" პოეტური ფრაგმენტები. 1726-იდან მოსკოვში ცხოვრობდა.