მხარგრძელი, ხოსრო
ვიკიპედიიდან
ხოსრო (ხოსროვი) მხარგრძელი, ტაშირ-ძორაგეტის (ქვემო ქართლი) მემამულე XI საუკუნეში. წყაროებში მოხსენებული პირველი მხარგრძელი, მამა ავაგ-სარგისისა და ქარიმისა, პაპა ზაქარია I მხარგრძელისა. მოხსენიებულია ახპატის ეკლესიის სომხურ წარწერაში. მხარგრძელი, სომხური წყაროების მიხედვით, XI საუკუნეში "ბაბილონის ქვეყნიდან" გადმოსახლებულა ტაშირ-ძორაგეტის სომხეთის სამეფოში. აქ მას სამამულედ მიუღია ხოჟორნი (წოფის ხევი), სადაც აუგია ციხე (მხარგრძელთა საგვარეულო რეზიდენცია). მხარგრძელები ტაშირ-ძორაგეტის კვირიკიან სომეხთა მეფეების (სომეხ ბაგრატუნთა განშტოება) ვასალები ყოფილან ამ სამეფოს საბოლოო გაუქმებამდე (გაუქმა დავით აღმაშენებელმა 1118 წელს).