Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions მომხმარებელი განხილვა:მიხეილ რძე - ვიკიპედია

მომხმარებელი განხილვა:მიხეილ რძე

ვიკიპედიიდან

  ახალი შეტყობინების დასატოვებლად აქ დააწკაპუნეთ.
Welcome!, ようこそ , ¡Bienvenido!, Bienvenue, Wilkommen, Добро пожаловать, Benvenuti, Welkom
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში!
Image:WikiLettreMini.png ვიკიპედია მოხალისეების მიერ შექმნილი უზარმაზარი პროექტია და მასში მონაწილეობა ძალიან ადვილია. პირველი ნაბიჯებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დახმარების გვერდი, სადაც მოკლედ აღწერილია რედაქტირებისთვის საჭირო ინფორმაცია. ასევე გადახედეთ პირველად ინსტრუქციებს დამწყებთათვის. გვერდი "სავარჯიშო" განკუთვნილია სპეციალურად ტექსტებსა თუ ცხრილებზე სავარჯიშოდ.
განხილვის გვერდზე ნუ დაგავიწყდებათ ხელი მოაწეროთ თქვენს მიერ დატოვებულ შეტყობინებებს, ამისთვის დაწერეთ ~~~~ . თუმცა გახსოვდეთ, რომ საკუთარი ხელმოწერა ენციკლოპედიურ სტატიაში არ უნდა დატოვოთ. ასევე ყურადღება მიაქციოთ შემდეგს: ვიკიპედიის ხუთი მცნება, ნეიტრალური თვალსაზრისი, ლიტერატურის მითითება, დასაშვები კრიტერიუმები, და მისთ.
სურვილისამებრ შეგიძლიათ შემოიტანოთ ფაილები, თუმცა გახსოვდეთ, რომ მკაცრად უნდა დაიცვათ ნებისმიერ ფაილზე თუ ინფორმაციაზე შესაძლო საავტორო უფლებები.
სასურველია წარადგინოთ თავი ვიკიპედიელების ჟურნალში და მიუთითოთ თქვენს გვერდზე, რომელ ენებს ფლობთ და თქვენი ინტერესთა სფეროები...


იმედი მაქვს პროექტში მონაწილეობა სიამოვნებას მოგგვრით !

თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, შეიხედეთ ყავახანაში ან პირადად მოგვმართეთ ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს. --   - ალ-ო 18:26, 6 აგვისტო 2006 (UTC) გამარჯობა? ფიზიკოსი ხარ? დიდი ხანია? ტო ესტ' მეც ვარ და მაინტერესებს რომელი თაობის ხარ...--George Tarielashvili 21:02, 6 აგვისტო 2006 (UTC)

გამარჯობა მიხეილ, იქნებ აქ აქ ვიკიპედია:რა ვაკეთოთ შეიხედო, იქნებ დაგაინტერესოს. Tamok 22:18, 6 აგვისტო 2006 (UTC)

სექციების სია

[რედაქტირება] ურბანიზმი

ყური მოვკარი არქიტექტორი ყოფილხარ :) იქნებ შეიხედო კატეგორია:არქიტექტურა და ზოგიერთი ტერმინი გაასწორო ქართულად თუ შეცდომითაა. მეც არქიტექტურულზე ვსწავლობ ურბანიზმს კოლუმბიაში და მიხარია კოლეგების გამოჩენა :) Welcome! - ალ-ო 22:32, 6 აგვისტო 2006 (UTC)

უკეთესი იქნება, აქვე თუ გიპასუხებთ, სანამ ვიკიპედიის ნიუანსებში გავერკვევი :)

უბრანულ გეგმარებაზე სტატიას დღესვე ჩავასწორედ და რაღაც სახეს მივცემ, თორემ არ არის მთლად კარგი სტატია. მაგრამ უკეთესი იქნება, თუ თემას სახელწოდებას შევუცვლის და ქალაქგეგმარებას დავარქმევ :) კანონმდებლობით უკვე ასე არის დარეგულირებული. არის თუ არა ეს ტექნიკურად შესაძლებელი?

კი, რათქმა უნდა შესაძლებელია. გვერდის თავში, სადაც "ყუებია" განთავსებული /სტატია/განხილვა/რედაქტირება/გადატანა/ისტორია/// უნდა დააჭირო გადატანას და გამოსულ ფანჯარაში შეიყვანო სწორი სათაური, ანუ გადამისამართებას გაუკეთებს ძველი სახელს და ორივე სათაურით მოიძებნება სტატია. გმადლობ. - ალ-ო 22:50, 6 აგვისტო 2006 (UTC)
PS: ასევე სასურველია, თუ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების გაკეთებას აპირებ (თუნდაც სტატიისთვის სახელის გამოცვლა და მისთ.), მცირე განმარტება ჩაწერო სტატიის განხილვის გვერდზე და ხელი მოაწერო, რომ სხვა რედაქტორებს არ ეწყინოთ. თუ თავად სტატია ძალიან მწირია, მაგას პირდაპირ რედაქტირება ჯობია, დრო რომ არ დავკარგოთ. - ალ-ო.

hmm. ამ სტატიას ახლა ვამთავრებ. ეს უნდა განვიხილოთ მთლიან იერარქიულ კომპლექსში - სივრცითი მოწყობა - რეგიონალური გეგმარება - რაიონული გეგმარება - ქალაქგეგმარება - ქალაქთმშენებლობა . ამიტომ სტატიის სახელის შეცვლას დიდი მნიშვნელობა ქონდა. აქვე უნდა დაიდოს საქართველოში მოქმედი მარეგულირებელი კანონები და გაკეთდეს ბმულები მომიჯნავე დარგებთან - გარემოს დაცვა, ლანდშაფტური გეგმარება, არქიტექტურა, დარგობრივი გეგმარებები.

მოკლედ, თემა არ არის სახუმარო :) პ.ს. ხელს მოვაწერ

კარგია, მოკლედ, სამუშაო ბევრია :) ხელის მოწერა ოთხი ტილდით ხდება ~~~~ (ავტომატურად ჩაწერს მეტსახელსა და დროს). - ალ-ო 23:46, 6 აგვისტო 2006 (UTC)

შემომიტყუეთ, არა? :D

ყველა მასე მოვხვდით ამ მახეში, უკან დასახევი არაა ;) - ალ-ო 23:54, 6 აგვისტო 2006 (UTC)

სურათი:Hausmann3.gif - შესანიშნავი ფოტოა, წყარო ხომ ვერ მიუთითებ (იქვე ფოტოს რედაქტირების გვერდზე), რომ საავტორო უფლებების დაცვის მიზეზით არ წაგვიშალონ? - ალ-ო

პს: ხელმოწერა სტატიებში არ შეგვიძლია, მხოლოდ განხილვის გვერდზე და დისკუსეიბში. ალ.

არასწორად გავეგი, თორემ საკუთარი ხელმოწერა სტატიაში მეც მეხამუშება მიხეილ რძე 00:06, 7 აგვისტო 2006 (UTC) გრაფიკა კარლსრუეს უნის საიტიდან ავიღე - http://www.isl.uni-karlsruhe.de/ , რომელბსაც თავის მხრივ ან ბენევოლოს, ანაც რაიხოვის წიგნიდან აქვთ ეს საურათი დასკანერებული

ოკ, გადავიტან ამ წყაროს მითითებას სურათის გვერდზე, სხვა დროს ატვირთვისას იქვე ფანჯარაში მიუთითე, თორემ შიგადაშიგ დაუვლიან და შლიან კოპირაიტად მონათლულ ფაილებს. - ალ-ო 00:19, 7 აგვისტო 2006 (UTC)

ქალაქგეგმარების სტატიის დასრულებას თუ მოახერხებ მომავალი კვირისთვის შეგვიძლია მთავარ გვერდზე რჩეულ სტატიად გავუშვათ ;). კანდიდატების წამოყენება ამ გვერდზე ხდება - ვიკიპედია:რჩეული სტატიები. - ალ-ო 00:19, 7 აგვისტო 2006 (UTC) 01:18, 7 აგვისტო 2006 (UTC)


გამარჯობა - თუ შეიძლება გადახედო განხილვა:ქალაქები საქართველოში და შენი აზრი მოგვაწოდო. აქვე მინდა ჰკითხო თუ თბილისში იქნები 22-25 აგვისტოს მინდა შეხვედრა მოვაწყო ვიკიპედიელებთან. შეგიძლია ელ.ფოსტით მომაწოდო კორდინატები. Zangala 09:08, 17 აგვისტო 2006 (UTC)

თბილისში 26 აგვისტოს ჩამოვდივარ. ამიტომ სადღაც 28-29 აგვისტოზე ადრე ვერ შეგხვდებით. ისე, ბლომად მასალა მაქვს ქუთაისზე, გორზე, სიღნაღზე და თბილისზე. ქალაქთმშენებლობის კუთხით

[რედაქტირება] Regnum

მიხეილ რძე იქნებ შენ იცოდე ქართულად რა ტექნიკური ტერმინია მიღებული ლატინური regnumისთვის ტაქსონომიაში. Tamok 23:51, 18 აგვისტო 2006 (UTC) ახლა თავში მხოლოდ ”სამყარო” მოდის. მაგრამ არა მგონია მიხეილ რძე 00:32, 19 აგვისტო 2006 (UTC)

ვნახე :) ბოტანიკის სამაგისტრო პროგრამას წავაწყდი ინტერნეტში და, მგონი, გავარკვიე, რაც გინდოდა. აი ამონარიდი:

სოკოთა სამეფო. ზოგადი დახასიათება. აგებულება. გამრავლება. კლასიფიკაცია. სოკოების ადგილი ცოცხალ ორგანიზმთა სისტემაში. საპროტროფული, პარაზიტული და სიმბიოზური სოკოები. ასკომიცეტები, ბაზიდიომიცეტები, დეუტერომიცეტები: მათი ზოგადი დახასიათება, გამრავლება, კლასიფიკაციის საფუძვლები; უმთავრესი წარმომადგენლები, გავრცელება, მნიშვნელობა

და

მცენარეთა სამეფო. ზოგადი დახასიათება. უმდაბლესი და უმაღლესი მცენარეთა ჯგუფები. წყალმცენარეები. ზოგადი დახასიათება. აგებულება. გამრავლება. კლასიფიკაცია წყალმცენარეთა განყოფილებები: ლურჯ-მწვანე, წითელი, მწვანე, კაჟოვანი, წაბლა წყალმცენარეები. დახასიათება, გამრავლება, გავრცელება, ეკოლოგია, კლასიფიკაცია. უმთავრესი წარმომადგენლები. წყალმცენარეთა მნიშვნელობა გამეტოფიტური და სპოროფიტული განვითარების ხაზები უმაღლეს მცენარეებში. უმაღლეს არქეგონიატ მცენარეთა განყოფილებები: ხავსნაირნი, გვიმრანაირნი. ზოგადი დახასიათება. განვითარების ციკლი. კლასიფიკაცია, გავრცელება, ეკოლოგია, უმთავრესი წარმომადგენლები, მნიშვნელობა თესლიანი მცენარეების განყოფილებები: შიშველთესლოვანი და ფარულთესლოვანი მცენარეები. მათი შედარებითი დახასიათება. თესლკვირტის აგებულება. კლასიფიკაცია შიშველთესლოვანი მცენარეების კლასები: საგოვანასფოთლიანები, გირჩოსნები, საფრიანთესლოვანები. მათი ზოგადი დახასიათება, კლასიფიკაცია, უმთავრესი წარმომადგენლები, გავრცელება, მნიშვნელობა ფარულთესლოვანი ანუ ყვავილოვანი მცენარეების ზოგადი დახასიათება, წარმოშობა, გავრცელება. მიკრო- და მაკროსპოროგენეზი ყვავილოვან მცენარეებში, ორმაგი განაყოფიერების არსი. ფარულთესლოვანთა მცენარეების კლასიფიკაცია ორლებნიან მცენარეთა ქვეკლასები. პირველადსაფრიანების პრიმიტიული რიგების მრავალბუტკოიანების ძირითადი ოჯახები (მაგნოლიასებრნი, ბაიასებრნი, დუმფარასებრნი). ზოგადი დახასიათება, ევოლუციის მიმართულებები, ნათესაური კავშირები, უმთავრესი წარმომადგენლები, გავრცელება, ეკოლოგია, მნიშვნელობა ერთსაფრიანი ქვეკლასის თავისებურება ძირითადი რიგების – ტირიფისნაირთა, წიფლისნაირთა მაგალითზე, ევოლუციის მიმართულებები, ოჯახები, უმთავრესი წარმომადგენლები, გავრცელება, ეკოლოგია, მნიშვნელობა მეორადსაფრიანი ქვეკლასის თავისებურება ძირითადი რიგების – მანანასნაირთა, ძაღლყურძენასნაირთა, ტუჩოსანთა, რთულყვავილოვანთა მაგალითზე. ევოლუციის მიმართულებები, ოჯახები, უმთავრესი წარმომადგენლები, გავრცელება, ეკოლოგია, მნიშვნელობა ერთლებნიანთა კლასის ცენტრალური – შროშანასნაირთა რიგის ენტომოფილური და ანემოფილური განვითარების ხაზები, ძირითადი ოჯახები, უმთავრესი წარმომადგენლები, გავრცელება, ეკოლოგია, მნიშვნელობა. სპეციალიზაციის ნიშნები ყვავილის აღნაგობაში ჯადვარასნაირთა რიგის დახასიათება, ბიოლოგიური თავისებურება, ყვავილის აღნაგობის სპეციალიზაცია ენტომოფილიასა და ორნითოფილიასთან დაკავშირებით. უმთავრესი წარმომადგენლები, გავრცელება, ეკოლოგია, მნიშვნელობა მარცვლოვანისნაირთა რიგის დახასიათება, ყვავილის აღნაგობა და განვითარება. ანემოფილიასთან დაკავშირებული რედუქციისა და შეგუების ნიშნები ყვავილში. კლასიფიკაცია, უმთავრესი წარმომადგენლები, გავრცელება, ეკოლოგია, მნიშვნელობა


ანუ, kingdom პირდაპირ სამეფოდ ითარგმნება მიხეილ რძე 06:56, 19 აგვისტო 2006 (UTC)

კარგია. იქნებ სადმე ვნახოთ ცხოველთა კლასიფიკაციის ქართული კატალოგი. ტაქსოდაფის თარგმნა ტექნიკურად მარტივია მაგრამ ტერმინების თარგმნა წარმოადგენს სირთულეს, ეს თუ მოიხსნა მერე ცხოველებს მარტივად გავაკეთებთ. მალე რომ გიპასუხო ჩემს განხილვის გვერდზე მომწერე პასუხი. Tamok 08:15, 19 აგვისტო 2006 (UTC)

აქ ენციკლოპედისტთა საზოგადოება არ გაწევრიანდები Tamok 12:57, 21 აგვისტო 2006 (UTC)

[რედაქტირება] საავტორო უფლებების თარგები

გამარჯობა მიხეილ. გთხოვ, შენს მიერ ატვირთულ სურათებს მიუთითე საავტორო უფლებების თარგები {{PD}} შემდგომში ცენტრალურად რომ არ წაგვიშალონ. თუ რაიმე უფრო სპეციფიური თარგი დაგჭირდა მომწერე და დავამატებ. - ალ-ო () 13:41, 21 აგვისტო 2006 (UTC)

თარგში
Public domain ეს სურათი გაშვებულია საზოგადოებრივ დომენში მასზე საავტორო უფლებების მფლობელის მიერ, მასზე უფლებებს ვადა გაუვიდა, ან მასზე უფლებები არ არსებობს. ეს პირობა ვრცელდება გლობალურად.
Warning sign შენიშვნა: ეს მითითება მოძველებულია! მის ნაცვლად გთხოვთ გამოიყენოთ:
  • {{PD-old}} (საავტორო უფლებებით ვადაგასულ სურათებზე),
  • {{PD-art}} (ძველი ნახატების ფოტოსურათებისთვის),
  • {{PD-ineligible}} (ტრივიალური ნაშრომისთვის),
  • {{PD-GEO}} (ნამუშევრებისთვის, რომლებიც საზ. დომენშია მხოლოდ საქართველოში),
  • {{PD-self}} (თუ ამტვირთავი თავად იხსნის უფლებებს),
  • {{PD-user|user}} (თუ სხვა მომხმარებელმა მოხსნა უფლებები),
  • {{არავითარი უფლებები}} (საავტორო უფლებებით გახსნილ სურათებზე).
არის ბმულები უფრო კონკრეტულ თარგებზე, სასურველია ის კონკრეტული თარგები გამოვიყენოთ. ასევე არის გვერდი ვპ:თ/წყარო სადაც თავმოყრილია ამგვარი თარგების უმრავლესობა. დროდადრო ახლებსაც ვამატებ და მოგვიანებით შეიხედე ხოლმე. თუ სტატიას წვერა (გვარი) დაასრულებ ამ კვირის განმავლობაში რჩეული სტატიის კანდიდატად შეიძლება დასახელდეს მომდევნო კვირისთვის. გმადლობ. - ალ-ო () 14:18, 21 აგვისტო 2006 (UTC)

ნელ-ნელა დავუვლი და მერე უფრო და უფრო ჩავუღრმავდები. ჯერ ადაპტაცია მჭირდება თარგების ამბავში.

ნდობისთვის დიდი მადლობა, მაგრამ არა მგონია, რომ ჩემი სტატიები უახლოეს პერიოდშჳ საუკეთესოებში მოხდეს. ჯერ მხოლო ვითელები და პორტალის შესაძლებლობებში ვერკვევი. ამიტომ ავიღე შედარებით უპრეტენზიო თემები. ნელ-ნელ გამოვძერწავ რაღაცას.

და ერთი კითხვა მაქვს - მჭირდება უბრალო ცხრლის თარგი, რომელშიც რიგების, სვეტების რაოდენებას და ასევე ფერს თვითონ მივუვითებ. html-ის კოდის გამო რაღაც მიზეზების გამო ვერ მიკეთებს იმას რასაც მინდა. ჰოდა არის ასეთი თარგი? მიხეილ რძე 14:31, 21 აგვისტო 2006 (UTC)

ნუ სტატიას თუ ტექნიკური გამართვა დასჭირდა ჩვენც დაგეხმარებით, მთავარია შინაარსობრივად სრული იყოს და წვერა ჩემი აზრით საინტერესო თემაა მთავარი გვერდისთვის (ადრე ამ თემაზე სტატია არ გაგვიტანია). რაც შეეხება ცხრილებს არის გვერდი დახმარება:ცხრილის შექმნა, დიდი ხანია მანდ არ შემიხედავს, მგონი ძალიან მოძველდა. თუმცა თუ რომელიმე სხვაენოვან სტატიაში შეამჩნევ იმას რაც გჭირდება, მომწერე და გადმოვაქართულებ. - ალ-ო () 14:46, 21 აგვისტო 2006 (UTC)

[რედაქტირება] ცხრილები

შენთვის სასურველი ცხრილისთვის სადაც ფერის და სვეტების რაოდენობა შეგიძლია მიუთითო მგონი ამგვარი კოდი გამოგადგება:

პირველი მეორე მესამე მეოთხე და ა. შ.


-ალ-ო () 17:59, 21 აგვისტო 2006 (UTC)

მე აი ეს ვიგულისხმე:

temperature conversion formulas
Additional conversion formulas
Additional conversion formulas
Additional conversion formulas
Additional conversion formulas
Additional conversion formulas
Additional conversion formulas

ოღონდ ვერ დახერხებ, რომ სულ მარჯვნივ მოხდეს. ანუ, თუ მთავარი ტაქსობოქსი გვერდზე უკვე არის, ეს ცხრილი ტაქსობოქსის არა ქვევით, ამადეგ მარცხნივ ჯდება. და როდესაც ამ ცხრილს ვდებ ზევით და ტაქსობოქსს უფრო ქვევით, მაშინ ყველაფერი რიგზეა. იქნებ დამეხმარო რაიმე კეთილი რჩევით? მიხეილ რძე 18:05, 21 აგვისტო 2006 (UTC)

სად გინდა ზუსტად ეს ცხრილი რომ დაჯდეს - ტაქსოდაფის ქვევით? - ალ-ო () 18:08, 21 აგვისტო 2006 (UTC)
პს: მესამე ხაზზე აქ (|- bgcolor=pink) pink-ის ნაცვლად შეგიძლია ჩასვა ნებისმიერ შენთვის სასურველი ფერი. ფერების ჩამონათვალი იხ. აქ - დახმარება:ფერები

არა, ფერი ზუსტად მე შევარჩიე ეს, თორემ საწყისი სხვა იყო :) და საერთოდ, ეს ცხრილი, ასე თუ ისე, მე მივიყვანე იმ სახემდე, რა სახითაც არის. ახლა უბრალოდ მინდა ეს ცხრილი ზუსტად ტაქსობოქსის ქვევით დაჯდეს (ან სადღაც 5 სანტიმეტრით ქვევით. მიხეილ რძე 18:15, 21 აგვისტო 2006 (UTC) მოკლედ, ბრძანება მჭირდება, რომელიც ობიექებს მკაცრ მარჯვენა პოზიციას დააკავებინებენ, და არა პრიორიტეტდაკარგულ მიხეილ რძე 18:15, 21 აგვისტო 2006 (UTC)

კი მაგრამ ეხლა სტატიაში ეს ჩამონათვალი ტაქსობოქსის ნაწილია და კარგად ზის, ცალკე ორი ბოქსი ცოტა არ იყოს გადატვირთავს გვერდს. სხვა შემთხვევისთვის ნახე ეს (პადინგები შეცვალე სურვილისამებრ):
temperature conversion formulas
Additional conversion formulas
Additional conversion formulas
Additional conversion formulas
Additional conversion formulas
Additional conversion formulas
Additional conversion formulas

-ალ-ო () 18:30, 21 აგვისტო 2006 (UTC)

არა, ამ მეორე ყუთში მინდა წვერას რამდენიმე სხვა სახეობის სურათი დავაგდო. ესენი უბრალოდ ადგილის შესავსებად მაქვს დროებით :)მიხეილ რძე 18:35, 21 აგვისტო 2006 (UTC)

[რედაქტირება] ტაქსონომია

ტაქსონომიაში თუ ერკვევი და მოიცლი ამას მტაცებლები გადახედე. მე ვერ მოვიცლი ეს დღეები. ენციკლოპედისტთა საზოგადოებში რიგითი ენციკლოპედისტი დაგარქვი, შენ სიტყვა რიგითი თუ გინა სხვა რაღაცით გამოცვალე, და საერთოდ "ენციკლოპედისტი მიხეილ რძის" შემდეგ რაც გინდა ის ჩაწერე. Tamok 18:10, 21 აგვისტო 2006 (UTC)

შევეცდები მივხედო ხვალ :) სახელზე პრეტენზია არ მაქვს. მთავარია რამე უცენზურო არ იყოს მიხეილ რძე 18:16, 21 აგვისტო 2006 (UTC)


გმადლობ ჩასწორებებისთვის, ერთი კითხვა მაქვს, თუ შეგიძლია დამიზუსტო ნეორენესანსს დეფისი სჭირდება? ანუ ნეო-რენესანსი სწორია? - ალ-ო () 02:23, 24 აგვისტო 2006 (UTC)

ნეორენესანსი, ნეოგოთიკა, ნეოკლასიციზმი, ისევე როგორც ფსევდოგოთიკა, ფსევდობაროკო ერთი სიტყვაა. არ გჭირდება არც დეფიზი და არც ”პრაბელი”


წვერა (გვარი) უკვე დასრულებული თუა მაშინ ქვევით თარგი ამოსაღებია? მომავალი კვირის მთავარი გვერდის სტატიის კანდიდატად ჩავწერ, ამ თემაზე ჯერ სტატია გატანილი არ გვქონია. - ალ-ო () 03:21, 24 აგვისტო 2006 (UTC)

რაღაც დეტალები ყოველთვის იქნება დასამატებელი, მაგრამ ძირითადში მოვრჩი. ახლა უბრალო წვერების ნარკვევსაც მოვრჩები და ამიტ ამ კატეგორიას ამოვწურავ. პ.ს. ჩემ ამ სტატიებს უკვე google-შიც აგდებს :) მიხეილ რძე 03:47, 24 აგვისტო 2006 (UTC)

გუგლის ძიებაში რომ ჩნდება ეს ყველაზე "exciting" მომენტია, ვიკიპედია სულ რომც არ ჰქონდეს ხალხს გაგებული, ეს სტატიები ყველაზე თვალშისაცემი ხდება ძიების შედეგში :)
) კი, ეს ისტორიული მომენტი იყო, ”ჩემი” თბოგამტარობა გუგლის სერჩის პირველ ნომრად რომ გაიჩითა.

იცი რა კითხვა დამებადა?! ახლა ნეტსკეიპით და ოპერით რომ შევამოწმე, ქვეთავების ”რედაქტირება” რაღაც ძალიან უაზრო ადგილას დაჯდა. ერთადერთი, წვერას გვარის თემაშია რედაქტირების ლინკი თავის ადგილას - ანუ, ქვეთავების გამყოფი ჰორიზონტალური ხაზების მარჯვენა ბოლოში. ინტერნეტ ექსპლორერში ყველაფერი რიგზეა, და ესენი რატომ ჭედავენ ?

ეს ცნობილი პრობლემაა, როცა მარჯვენა მხარეს ბევრი სურათია გვერდზე ჩამწკრივებული. ამის გასწორების კოდი მოვძებნე გერმანულ ვიკიპედიაში (მარცხნივ აქვთ გადმოტანილი ქვესათაურის გვერდით წვრილი შრიფტით), მაგრამ ვერა და ვერ მოვიგდე ხელში ადმინი, რომ შესაბამის ტექნიკურ ფაილში ჩავასმევინო. - ალ-ო () 04:37, 24 აგვისტო 2006 (UTC)

მზის სისტემის თარგში სურათზე მზეც რომ იყო ის არ ჯობდა? - ალ-ო () 17:34, 24 აგვისტო 2006 (UTC)

რთული საკითხია. მაშინ თარგზე უნდა ეწეროს ”მზე”, თორემ არათანმიმდევრული გამოვა თარგი :) მიხეილ რძე 08:07, 25 აგვისტო 2006 (UTC)

ნუ, თარგზე მზის სისტემა წერა, ანუ მოიაზრება რომ მზეს დაჰყვებიან, თან არის იქ ქვევით მზეც, მაგრამ არა პლანეტების ჩამონათვალში, მეორე ხაზზე.
პს: პრიცკერის პრემიის თარგი მაგარია! - ალ-ო. 10:50, 25 აგვისტო 2006 (UTC)

Static Wikipedia (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu

Static Wikipedia February 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu