მითრიდატე I
ვიკიპედიიდან
მითრიდატე I, ქართლის (იბერიის) მეფე (I საუკუნის დასაწყისი - 30-იანი წლები). იხსენიებს რომაელი ისტორიკოსი დიონ კასიოსი 35 სომხეთის სამეფო ტახტისთვის ატეხილ ბრძოლასთან დაკავშირებით. სომხეთის მეფის არტაშესის (18-34) გარდაცვალების შემდეგ რომაელები და პართიელები სომხეთში საკუთარი კანდიდატის გამეფებას ცდილობდნენ. რომის იმპერატორ ტიბერიუსმა თავის მოკავშირეს, ქართლის მეფე მითრიდატე I-ს სთხოვა შეჭრილიყო სომხეთში და დაეკავებინა იგი. მითრიდატე I-მა დაიპყრო სომხეთი და რომაელთა ნებართვით იქ თავისი ვაჟი მითრიდატე გაამეფა.