მზის დღე
ვიკიპედიიდან
ამოიღეთ ეს თარგი სტატიის გამართვის შემდეგ.
მზე, ქარი, ზღვის ტალღები და ბიომასა ენერგეტიკული ნედლეულია, რომელიც მუდმივად ჩვენს გარშემოა და მისი გამოყენება ადვილია. ისინი არ საჭიროებენ მიწის წიაღიდან მოპოვებას, არ ქმნიან რადიაქტიურ ნარჩენებს და არ ცვლიან ენერგეტიკულ ბალანსს პლანეტაზე. ეს არის განახლებადი ენერგია. იმისათვის რომ საზოგადოების ყურადღება მიეპყროთ განახლებადი ენერგიების გამოყენისათვის, მზის ენერგიის საერთაშორისო საზოგადოების ევროპული განყოფილება 1994 წლიდან დაწყებული ნებაყოფლობით ატარებს ყოველწლიურ მზის დღეს. ენთუზიასტები და პროფესიონალები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ფირმები მთელი ევროპიდან ამ დღეს ატარებენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, სადაც ხდება მზის ენერგეტიკის შესაძლებლობათა დემონსტრირება. ყოველწლიურად ამ ღონისძიებებში მონაწილეობენ რამდენიმე ათეული ქვეყნის წარმომადგენლები.