მესა
ვიკიპედიიდან
მესა, კათოლიკური ღვთისმსახურება, ლიტურგია, წირვა ეკლესიაში. ორგანის ხმაზე ხდებოდა საგალობელთა გალობა და ლოცვა–კურთხევა, ბოლოს – ზიარება. 1962–1965 წლებში ვატიკანის II მსოფლიო ყრილობაზე შეიტანეს ცვლილებანი ("წირვაზე"): ნებადართულია ლოცვები ეროვნულ ენებზე, საეროთა ზიარება (პაპის ნებართვით), ეროვნული მუსიკის დაკვრა. მესა დიდ როლს ასრულებდა შუა საუკუნეებში.