მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი
ვიკიპედიიდან
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT - ”მიტი”) უნივერსიტეტია ქალაქ კემბრიჯში, მასაჩუსეტსი, აშშ. მიტი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. მის ყველაზე მნიშვნელოვან ლაბორატორიათა და აკადემიურ განყოფილებათა შორისაა ლინკოლნის ლაბორატორია, ელექტრონიკის კვლევითი ლაბორატორია, კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ცნობიერების ლაბორატორია, მედიის ლაბორატორია, უაიტჰედის ინსტიტუტი, ბროუდის ინსტიტუტი, სლოუნის მენეჯმენტის სკოლა, საინჟინრო სისტემათა განყოფილება და ჯანმრთელობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ჰარვარდ-მიტის განყოფილება.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- MIT (ოფიციალური ვებ-გვერდი)