მაკ-ჰენრი, ჯეიმს
ვიკიპედიიდან
ჯეიმს მაკ-ჰენრი (ინგლ. James McHenry ) (16 ნოემბერი, 1753 – 3 მაისი, 1816) ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე.
მაკ-ჰენრიმ როგორც მერილენდის წარმომადგენელმა ხელი მოაწერა აშშ-ს კონსტიტუციას. მისი სახელი ჰქვია ფორტ მაკ-ჰენრის, საარტილერიო წერტილს, სწორედ აქ გამართულმა ბრძოლებმა შთააგონა ავტორს დაეწერა აშშ-ს სახელმწიფო ჰიმნი.
მაკ-ჰენრი იყო მერილენდის შტატის დელეგატი კონტინენტალურ კონგრესზე, აშშ ომის მესამე მდივანი, ჯორჯ ვაშინგტონის და ჯონ ადამსის პრეზიდენტობისას.
მაკ-ჰენრი დაიბადა 1753 წელს, ბრიტანელების ოჯახში, ქალაქ ბეილიმენაში, (ულსტერი). დუბლინში სწავლის დამთავრების შემდეგ 1771 წელს იგი გადავიდა ფილადელფიაში. აქ მაკ-ჰენრი ექიმად მუშაობდა და ასევე ძმასთან ერთად იმპორტ-ექსპორტის ბიზნესში იყო ჩართული.