მაზურკა
ვიკიპედიიდან
მაზურკა – (პოლ. mazurek) პოლონური სახალხო ცეკვა. მე–19 საუკუნეში მეტწილად ფრედერიკ შოპენის დამსახურებით სამეჯლისო ცეკვა გახდა. მუსიკალური ზომა 3/4 и 3/8.
სახელწოდება მომდინარეობს პოლონეთის ოლქის მაზოვიის მაცხოვრებლების სახელწოდებიდან (მაზურები).
პოლონეთის ეროვნული ჰიმნი წარმოადგენს მაზურკას.
მე–19 საუკუნის შემდეგ მრავალმა კომპოზიტორმა განავრცო მაზურკა და თავისი წვლილი შეიტანა მის პოპულარიზაციაში. ფრედერიკ შოპენმა შექმნა 50–მდე მაზურკა ფორტეპიანოსთვის, პეტრე ჩაიკოვსკიმ – 6 ფორტეპიანოსთვის, და ერთი კი თავისი ბალეტისთვის გედების ტბა, ალექსანდრე ბოროდინმა – 2 თავისი მცირე სიუიტისტვის, მიხელ გლინკამ – 2, ასევე ალექსანდრე სკრიაბინმა. საფრანგეთში მაზურკებს შექმნეს კლოდ დებიუსიმ და მორის რაველმა
მაზურკა ფიგურირებს ლევ ტოლსტოის რომანში ანა კარენინა, ივანე ტურგენევის რომანში მამები და შვილები.