მომხმარებელი განხილვა:ლევზურ
ვიკიპედიიდან
მოგესალმებით ბატონო ლევან,
მოხარული ვარ რომ შემოგვიერდით. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ ვიკიპედიის კონცეპტუალურ და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ინფორმაცია დატოვოთ ჩემს პერსონალურ გვერდზე.
P.S. ამჟამად ვიხილავთ მთავარი გვერდის ახალ ვარიანტს, თქვენი აზრიც საინტერესო იქნება.
გამარჯობათ ლევზურ, 10.07.05
რა სხვაობაა კათალიკოსა და კათოლიკოს შორის?? როდესაც ა. წერეთელი, მ. და ი. ჯავახიშვილები - თავიანთ წერილებში და თვით ილია II-ც ხმარობს ზოგიერთ თავის გამოცემებში კათალიკოსს.
პატივისცემით ცანგალა
-
- მოგახსენებთ, რომ ქართული ტრადიციული ფორმა გახლავთ სწორედ "კათოლიკოს-პატრიარქი". შეგიძლიათ იხილოთ თუნდაც საქართველოს საპატრიარქოს მიერ 1989 წელს გამოცემული ბიბლია, სადაც აღნიშნულია: "დაიბეჭდა უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით" (წინასიტყვაობაშიც ზუსტად ამ ფორმით მოიხსენიება ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელის ტიტული). შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ ქართულ ენაზე ბიბლიის საუკეთესო გამოცემა. აქვე შემიძლია დაგისახელოთ 2000 წელს გამოცემული კრებული "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები". ასეთი გახლავთ საეკლესიო ფორმა ამ ტიტულისა. სამწუხაროა, რომ საერო გამოცემებში ამას ძალზე ხშირად არ ითვალისწინებენ. ჩემი აზრით, აუცილებელია იხმარებოდეს სწორედ საეკლესიო ფორმა. სხვათა შორის, ივ. ჯავახიშვილი ათეისტი გახლდათ... პატივისცემით, ლევზურ (ლევან ურუშაძე), 12.07.05
[რედაქტირება] ბმულის შესახებ
მოგესალმებით. ერთი შენიშვნაა. ბმულების გაკეთებისას, ჯობია მთალიანი სიტყვა იყოს კვადრატულ ფრჩხილებში ჩასმული და არა მისი ნაწილი, ე.ი. როგორც [[საქართველო|საქართველოს]], და არა [[საქართველო]]ს. ამაზე საუბარი ადრეც იყო. გთხოვთ, იხილოთ "ბმულების შესახებ". -- Island 08:24, 13 ივლისი 2005 (UTC)
==
გამარჯობათ ლევზურ,
მადლობთ პასუხისათვის. ალბათ გადასახედია "ქართული განმარტებითი ლექსიკონი", გამოცემული 1990 წელს (რომელიც ემყარება "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" რვატომეულს (1950-1964)), (მთავარი რედაქტორი აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა)(საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ქართული ენციკლოპედია), სადაც კათალიკოსის განმარტება წერია - შესაცვლელია!!!!
ალბათ საჭიროა არასწორი ფორმა წაიშალოს და არაგადამისამართება გაკეთდეს(ჩემი აზრით).
პატივისცემით ცანგალა
12.07.05
==
გამარჯობათ, ცანგალა!
კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ საეკლესიო ფორმა გახლავთ "კათოლიკოს-პატრიარქი". რაც შეეხება თქვენ მიერ მითითებულ გამოცემებს, სამწუხაროდ, ისინი ვერ გამოდგება საბუთად, ვინაიდან, აღნიშნულ ლექსიკონში მრავლად არის ტერმინები, რომლებიც საჭიროებს დაზუსტებას. როდესაც ვეხებით საეკლესიო ტერმინოლოგიას, უმჯობესია ვიხმაროთ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღებული ფორმა. ამასთან, კარგი იქნება, თუ მეტ ყურადღებას მიაქცევთ თქვენი სტატიების სტილს.
რაც შეეხება Island-ის შენიშვნას ბმულების შესახებ, დადგენილი წესიდან გამომდინარე, მას ვიზიარებ და გავითვალისწინებ.
პატივისცემით, ლევზურ, 13.07.05
==
გამარჯობათ ლევზურ,
მადლობა პასუხისათვის. მინდა გაგახაროთ, რომ ხუთი კვირის განმავლობაში ""ჩემს სტილს"" ვერ დაინახავთ, რადგან საქართველოში მოვდივარ შვებულებით. ამ ყველაფერს ვაკეთებ საქართველოს სიყვარულით... თქვენ??
პატივისცემით ცანგალა
14.07.05
==
გამარჯობათ, ცანგალა!
საქართველოს სიყვარული იმას როდი ნიშნავს, რომ ჩვენი სტატიების სტილს არ მივაქციოთ ყურადღება. ვფიქრობ, რომ სწორედ საქართველოს და იმ საქმის სიყვარული, რასაც ვაკეთებთ, მოითხოვს ამას. ამ სტატიებს ბევრი მკითხველი ეცნობა... რაც შემეხება მე, არ მიყვარს ხმამაღალი ფრაზები.
პატივისცემით, ლევზურ
15.07.05
[რედაქტირება] ყავახანა
ძვირფასო ვიკიპედიელებო!
მთავარ გვერდზე, სექციაში "ვიკი-საზოგადოება" გვაქვს ყავახანა. კარგი იქნება, თუ გამოვიყენებთ მას იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც ყველას ეხება. ამგვარად არ იქნება საჭირო დებატების მოწყობა მომხმარებლების პერსონალურ განხილვის გვერდებზე. თუ ვინმეს რაიმე შეკითხვა აქვს (კონკრეტული ადრესატის გარეშე), ან კონსულტაცია სჭირდება, ან რაიმე პრობლემის განხილვა, განცხადების გაკეთება და ა.შ., ყავახანაში შეიძლება ახალი თემის დამატება და ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია იქვე გასცეს პასუხი ან გააკეთოს კომენტარი. პერსონალური შეტყობინებებისთვის, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ისევ მომხმარებელთა განხილვის გვერდები გამოვიყენოთ. დღეს ერთი საკამათო საკითხის შესახებ უკვე გავაკეთე კომენტარი ყავახანაში და მოხარული ვიქნები, თუ თქვენს აზრს გამოთქვამთ. აგრეთვე კარგი იქნება, თუ ხშირად შეიხედავთ ყავახანაში.
პატივისცემით,
Sopho 14:00, 5 ოქტომბერი 2005 (UTC)