კრიობერი, ალფრედ
ვიკიპედიიდან
ალფრედ ლუის კრიობერი (11 ივლისი, 1876 - 5 ოქტომბერი, 1960) - მეოცე საუკუნის ანთროპოლოგიის ამერიკული სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.
კრიობერი დაიბადა ჰებოკენში, ნიუ ჯერსის შტატში. 1901 წელს, კოლუმბიის უნივერსიტეტში, ფრანც ბოასის ხელმძღვანელობით დაიცვა მაგისტრი|სამაგისტრო. სამაგისტრო ნაშრომი არაპაჰოს ტომის საველე კვლევით ექსპედიციის შედეგებს ეყრდნობოდა. კრიობერმა თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი კალიფორნიის უნივერსიტეტში გაატარა.
მისი სახელი უკავშირდება არა მარტო კულტურული ანთროპოლოგიის ამერიკული სკოლის განვითარებას, არამედ მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ექსპედიციებსაც (სამხრეთ ამერიკაში). კრიობერმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინტერდისციპლინური მეთოდიკის დანერგვაში, დარგთაშორისი ბარიერების დაძლევაში, არქეოლოგიის კულტურის კვლევებთან დაკავშირებაში. მას ეკუთვნის კულტურული გარემოს და კულტურის კონფიგურაციის კონცეფციის შემუშავება (Cultural and Natural Areas of Native North America, 1939).
კრიობერის სახელმძღვანელო ”ანთროპოლოგია” (1923, 1948) წლების განმავლობაში სამაგიდო წიგნად ითვლებოდა აღნიშნულ დარგში.