იულონ ბატონიშვილი
ვიკიპედიიდან
იულონ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (* 4 ივნისი, 15 ივნისი, 1760, პეტერბურგი ― † 2 თებერვალი, 14 თებერვალი, 1827), ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის შვილი, ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტი.
რუსეთისგან მოითხოვდა გეორგიევსკის ტრაქტატის თანახმად აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღდგენას. მალე სოლომონ II-თან გაიქცა იმერეთში ფა ახალციხის ფაშის მეოხებით მოლაპარაკება გამართა ოსმალეთთან ცარიზმის წინააღმდეგ დახმარების თაობაზე. 1805 რუსეთში გადაასახლეს. ცხოვრობდა პეტერბურგში. დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში სხვა ქართველ ბატონიშვილთა გვერდით.