იუგოსლავია
ვიკიპედიიდან
იუგოსლავია (Jugoslavija ყველა სამხრეთ სლავურ ენაზე, Југославија სერბულ და მაკედორიურ კირილიცაზე) -- ტერმინი, რომელიც ერქვა სამ ცალკეულ ერთმანეთის მომდევნო პოლიტიკურ გაერთიანებას რომელიც არსებობდა თითქმის მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ევროპაში. სახელი ნიშნავს "სამხრეთ სლავთ მიწას"
- იუგოსლავიის სამეფო შეიქმნა 1918 წლის 1 დეკემბერს როგორც "სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფო". სახელი გადაერქვა 1929 წლის 6 იანვარს. 1941 წლის 6 აპრილს აქსისის ძალები შეიჭრნენ. 11 დღეში სამეფომ კაპიტულაცია მოახდინა, ხოლო იმავე წლის 17 აპრილს შეწყვიტა არსებობა.
- სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია დაფუძნდა როგორც სოციალისტური სახელმწიფო მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე 1945 წლის 29 ნოემბერს, თავდაპირველად როგორც იუგოსლავიის დემოკრატიული ფედერაცია, 1946 წლიდან კი იუგოსლავიის ფედერაციული სახალხო რესპუბლიკა ერქვა.
- იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა შეიქმნა 1992 წელს ორი დარჩენილი რესპუბლიკის -- სერბიის (ვოევოდინისა და კოსოვო-მეტოჰიის ავტონ. პროვინციებით) და მონტენეგროს ტერიტორიაზე. 2003 წლის 4 თებერვალს სახელი იუგოსლავია ოფიციალურად გაუქმდა, როცა სახელმწიფო სერბიისა და მონტენეგროს თანამეგობრობად გადაიქცა. 2006 წლის 21 მაისს მონტენეგროს მოსახლეობამ ხმა მისცა ამ სახელმწიფოს სერბიისა და მონტენეგროს კავშირიდან გასასვლელად და საკუთარი თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა. მონტენეგრომ დამოუკიდებლობა ოფიციალურად 2006 წლის 3 ივნისს გამოაქვეყნა, ხოლო სერბიამ -- 5 ივნისს, რითაც დასრულდა იუგოსლავიის ფედერაციის არსებობა.