იოსები, ალექსანდრე V-ის ძე
ვიკიპედიიდან
იოსები (― † 13 მაისი. 24 მაისი. 1776), დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1769-1776 წლებში, იმავდროულად გელათის მიტროპოლოტი 1745-1776 წლებში, იმერთა მეფის ალექსანდრე V-ის ძე, სოლომონ I-ის უფროსი ძმა. კათოლიკოს-პატრიარქად დანიშნა სოლომონ I-მა. იყო ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მომხრე. 1760 წელს გელათის ღვთისმშობლის ტაძარში ააშენა სამღვდელთმთავრო ქვის ტახტი, რომლის წარწერაშიც იხსენიება. გამოხატულია ამავე ტაძრის კედლებზე. დაეხმარა სოლომონ I-ს რაჭის ერისთავის როსტომის საბოლოო განადგურებაში. 1771-1773 წლებში იოსებს მოლაპარაკება ჰქონდა კაცია II დადიანთან ზავის შესახებ, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. იოსები იცავდა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ერთიანობას, ამიტომაც არ ცნობდა დადიანის მიერ ახალდადგენილ ოდიშის კათოლიკოს-პატრიარქს. იოსებს პოლიტიკურ-კონფესიონალურ ნიადაგზე უთანხმოება ჰქონდა იმხანად იმერეთში მყოფ იტალიელ მისიონერებთან.