იდალგო, მიგელ
ვიკიპედიიდან
იდალგო, იდალგო ი კოსტილია მიგელ (* 8 მაისი. 1753, გუანახუატოს შტატი ― † 30 ივლისი. 1811, ჩიუაუის შტატი), მექსიკის ეროვნული გმირი, ესპანეთის ბატონობის წინააღმდეგ სახალხო აჯანყების ხელმძღვანელი 1810-1811 წლებში. 1810 სათავეში ჩაუდგა რევოლუციურ არმიას ესპანეთის წინააღმდეგ. 1811 იანვარში რევოლუციური არმია დამარცხდა, იდალგო შეიპყრეს, გაასამართლეს და დახვრიტეს.