იაკობი, კარლ გუსტავ იაკობ
ვიკიპედიიდან
იაკობი, კარლ გუსტავ იაკობ (* 10 დეკემბერი. 1804, პოტსდამი ― † 18 თებერვალი. 1851, ბერლინი), გერმანელი მათემატიკოსი, ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1836), პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1833). ელიფსურ ფუნქციათა თეორიის ერთ-ერთი შემქმნელი. გამოიკვლია თეტა-ფუნქციები და ზოგიერთი სხვა ტრანსცენდეტული ფუნქცია. მნიშვმელოვანი გამოკვლევები აქვს რიცხვთა თეორიაში, წრფივ ალგებრაში, ინტეგრალურ აღრიცხვაში, დიფერენციალურ განტოლებათა თეორიასა და ვარიაციათა აღრიცხვაში. შემოიღო ფუნქციონალური დეტერმინატები, გამოიკვლია ორთოგონალურ მრავალწევრთა ერთი კლასი.