თუმანიშვილი, სულხან
ვიკიპედიიდან
სულხან გორჯასპის ძე თუმანიშვილი, XVIII საუკუნის II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი.
1787-1793 იყო საქართველოს წარმომადგენელი რუსეთის სამეფო კარზე. ცდილობდა რუსეთ-ოსმალეთის 1787-1791 ომის შემდეგ დადებულ საზავო ხელშეკრულებაში გაეთვალისწინებინათ ქართლ-კახეთის სამეფოს ინტერესები. მომავალ საზავო ხელშეკრულებაში გაეთვალისწინებინათ ქართლ-კახეთის სამეფოს ინტერესებიც. მართლაც იასის ზავით (1791) ოსმალეთი პირობას დებდა, რომ ახალციხის საფაშოს ქართული მოსახლეობას თურქეთის მხრიდან არავითარი საშიშროება არ ელოდა.