ზამთარი
ვიკიპედიიდან
ზამთარი, წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის მზებუდობის მომენტიდან (21 ან 22 დეკემბერი), გაზაფხულის ბუნიობის მომენტამდე (20 ან 21 მარტი) გრძელდება; ჩვეულებრივ ზამთარს უწოდებენ დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის თვეებს. ამ პერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულია.