ელუარი, პოლ
ვიკიპედიიდან
პოლ ელუარი (ფრანგ.: Paul Éluard) – ფსევდონიმი; ნამდვილი სახელი და გვარი – ეჟენ ემილ პოლ გრენდელი (Grindel); (* 14 დეკემბერი, 1895, სენ–დენი, საფრანგეთი ― † 18 ნოემბერი, 1952, შარანტონი) — ფრანგი პოეტი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
16 წლის ასაკში პოლ ელუარი ტუბერკულოზით დაავადდა, რის გამოც სწავლის შეწყვეტა მოუხდა. სამკურნალოდ შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც ელენა დიაკონოვას შეხვდა. 1917 მათ ქალაქ დავოსში იქორწინეს. პარიზში კი ქალიშვილი სესილი შეეძინათ.
სწორედ ამ დროისთვის გადადგა მან პირველი ნაბიჯები პოეტურ ასპარეზზე. 1918 წელს ჟან პოლანმა პოლი გააცნო ანრი ბრეტონსა და ლუი არაგონს. მათი ზეგავლენით პოლ ელუარი სიურეალისტურ მოძრაობაში ჩაება.
ოჯახური კრიზისის შემდეგ, იგი ბევრს მოგზაურობდა და 1924 წელს საფრანგეთში დაბრუნდა. მისი შემოქმედება ამ პერიოდში ასახავს მის რთულ ცხოვრებას, მეუღლესთან განშორებას, რომელიც სალვადორ დალის გაჰყვა ცოლად.
1934 წელს იგი მეორედ დაქორწინდა, ამჟამად პაბლო პიკასოს და მენ რეის ხატვის მოდელთან – გერმანელ აკრობატ ქალთან ნუშთან (მარია ბენცი). მეორე მსოფლიო ომის მანძილზე იგი ფრანგული წინააღმდეგობის წევრი გახდა. ამ პერიოდში იგი მხოლოდ იარაღით არ იბრძოდა, მისი ნაწარმოებები, მაგალითად პოემა თავისუფლება, სრულად ასახავდა მის მებრძოლ ხასიათს.
ნუშის უეცარი სიკვდილის შემდეგ, იგი შეხვდა ბოლო სიყვარულს – დომინიკს, რომელსაც მოგვიანებით მიუძღვნა თხზულება ფენიქსი.
პოლ ელუარი გარდაიცვალა გულის შეტევით 1952 წელს. იგი დაკრძალულია პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზე.