დნესტრისპირეთი
ვიკიპედიიდან
თვითგამოცხადებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი მოლდოვის ტერიტორიაზე, ე.წ. დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა. მისი კონტროლის ქვეშაა მდინარე დნესტრის მარცხენა სანაპირო, რომელიც უპირატესად ეთნიკური რუსებით და უკრაინელებით არის დასახლებული, ასევე მარჯვენა სანაპიროს ქალაქი ბენდერი.
- ფართობი: 3,567 კვ.კმ.
- მოსახლეობა: 633 ათასი, მათ შორის მოლდაველები 40%.
- დედაქალაქი: ტირასპოლი.
- პრეზიდენტი: იგორ სმირნოვი.
1991 წელს მოლდოვის მიერ დამოუკიდებლობის გამოაცხადებას მოჰყვა სეპარატისტული მოძრაობების გააქტიურება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. იმავე წელს დნესტრისპირეთის სლავურმა მოსახლეობამ გამოაცხადა დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა, რასაც მოჰყვა შეიარაღებული კონფლიქტი. ამჟამად კონფლიქტი დაკონსერვებულია, მხარეებს შორის პირობით საზღვარზე რუსეთის სამშვიდობო ძალებია განლაგებული. სტატუსზე დღემდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.