დემეტრე II
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "დემეტრე" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: დემეტრე |
დემეტრე (დიმიტრი) II, (* დაახლოებით 825 ― † 861), აფხაზთა სამეფოს (დასავლეთ საქართველოს) მეფე,ლეონ II-ის ძე.
ენერგიულად იბრძოდა ახლად შექმნილი სამეფოს დამოუკიდებლობის დასაცავად. IX საუკუნის 40-იან წლებში არაერთხელ დაამარცხა დასაცლეთ საქართველოში შემოსული ბიზანტიელთა ლაშქარი. 853 წინ აღუდგა საქართველოში შემოჭრილ არაბთა სარდალს ბუღა თურქს. იგი შემდეგშიაც განაგრძობდა ბრძოლას ქართლიდან არაბთა განდევნისა და საქართველოს გაერთიანებისათვის.
დემეტრე II-ის საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიის გავლენის განმტკიცება დასავლეთ საქართველოში. ამ მიზანს ემსახურებოდა მისი ხელშეწყობით IX საუკუნის I ნახევარში დასავლეთ საქართველოში გრიგოლ ხანძთელის მიერ ქართული მონასტრის დაარსებას.