დელაკრუა, ეჟენ
ვიკიპედიიდან
ფერდიანან ვიქტორ ეჟენ დელაკრუა (ფრანგ. Ferdinand Victor Eugène Delacroix) (*26 აპრილი 1798 — 13 აგვისტო 1863) — ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი. ფრანგული რომანტიზმის ფუძემდებელი.
[რედაქტირება] ბავშვობა და სიყმაწვილე
ეჟენ დელაკრუა დაიბადა პარიზის გარეუბანში 1798 წლის 26 აპრილს. ოფიციალურად მის მამად ითვლება საშუალო რანგის ჩინოვნიკი შარლ დელაკრუა, თუმცა დადიოდა ჯიუტი ხმები, რომ სინამდვილეში ეჟენი ყოვლისშემძლე ტალეირანის უკანონო შვილი იყო.