დაბრუნება (ფილმი)
ვიკიპედიიდან
დაბრუნება (ესპ. Volver) — პედრო ალმოდოვარის ფილმი. რეჟისორის სიტყვებით, ეს არის ისტორია, რომელშიც მთავარი მოქმედი პირები არიან "ბებია, დედა, ქალიშვილი, მოჩვენებები და ტანგო". კანის კინოფესტივალსა და ევროპის კინოდაჯილდოებაზე 2006 წელს ფილმმა მიიღო ჯილდოები საუკეთესო სცენარისთვის და მთავარი როლების შემსრულებელი ქალი-მსახიობებისთვის. ფილმის პრემიერა შედგა 2006 წლის 10 მარტს პუერტოლანოში, სადაც ძირითადიდ გადაღებები მიმდინარეობდა.