გურდი
ვიკიპედიიდან
გურდი -- ჰაიტის ფულის ერთეული. ISO 4217 კოდია HTG და იყოფა 100 სანტიმად.
პირველი გურდი ბრუნვაში შემოტანილ იქნა 1813 წელს. მან შეცვალა ლივრი კურსით 1 გურდი = 8 ლივრი და 5 სუ. 1870 და 1872 წლებში გურდის კურსის გადახედვა მოხდა, პირველად 10/1-თან, შემდეგ კი 300/1-თან. ამ პერიოდში, როცა მხოლოდ ბანკნოტები იბეჭდებოდა ვალუტას ხშირად გურდის ნაცვლად პიასტრს უწოდებდნენ, განსაკუთრებით 1875 წელს გამოცემული ბანკნოტებისთვის. 1881 წელს გურდის კურსი მიბმულ იქნა ფრანგულ ფრანკთან 5 ფრანკ = 1 გურდი და ლითონის მონეტების გამოშვება განახლდა.
ფრანკთან პეგი დიდგანს არ გაგრძელებულა, და 1912 წელს გურდის კურსი აშშ-ის დოლარს მიება წონით 5 გურდი = 1 აშშ-ის დოლარი. 1989 წელს ეს პეგიც გაუქმებულ იქნა და მას შემდეგ ჰაიტის ვალუტა მცოცავი კურსითაა. თუმცა ძველი ტრადიციით ხუთ გურდიანს ჰაიტის დოლარს უწოდებენ, 5 სანტიმს კი ჰაიტის პენის. ამჟამად სავაჭრო ობიექტებში ფასები გურდის ნაცვლად მოცემულია ჰაიტიურ დოლარში, რომელიც ხუთზე უნდა გამრავლდეს გურდის ექვივალენტის მისაღებად. 2005 წლის ივლისში გურდის კურსი იყო 40 გურდი 1 დოლართან, ან 49 გურდი 1 ევროსთან.
მიმოქცევაში შემდეგი წონის სანტიმებია:
- 5 სანტიმი
- 10 სანტიმი
- 20 სანტიმი
- 50 სანტიმი
- 1 გურდი
- 5 გურდი
(შენიშვნა: მიმოქცევაში მყოფ მონეტათა უმრავლესობა 2005 წლის ბოლოსთვის იყო 50 სანტიმი, 1 და 5 გურდიანები)
მიმოქცევაში არსებული ბანკნოტები:
- 1 გურდი
- 2 გურდი
- 5 გურდი
- 10 გურდი
- 25 გურდი
- 50 გურდი
- 100 გურდი
- 250 გურდი
- 500 გურდი
- 1000 გურდი (ჯერ არ გამოსულა)
1, 2 და 5-გურდიან ბანკნოტებს აღარ ბეჭდავენ, და ცირკულაციაშიც თითქმის აღარაა.