გრიპსჰოლმის სასახლე
ვიკიპედიიდან
გრიპსჰოლმის სასახლე (შვედ.: Gripsholms slott) მდებარეობს შვედეთში, მარიეფრედთან. 1370 წელს მის ადგილზე ბო იონსენმა ააშენა ციხე-სიმაგრე, რომლის ნანგრევებზეც მოგვიანებით 1526 წელს გუსტავ I-მა ააგო სასახლე, რომელიც ვაზას დინასტიის დომენი იყო 1713 წლამდე. 1713-1773 სასახლე საპყრობილედ გამოიყენებოდა, სანამ გუსტავ III-ემ იგი ხელახლა არ შეაკეთებინა და თეატრის დასი არ მიუჩინა ადგილი. დღეს სასახლე ცნობილია თავისი ნახატების გალერეათი. აქ თავმოყრილია 2000-ზე მეტი სურათი.