ბულონის ტყე
ვიკიპედიიდან
ბულონის ტყე (ფრანგ. Bois de Boulogne) — ვრცელი ტყე-პარკი პარიზის მე-16 რაიონის დასავლეთ გარეუბანში. პარკის ფართობია 8,459 კმ², შედარებისთვის იგი 2,5-ჯერ აღემატება ცენტრალ პარკს ნიუ-იორკში და 3,3-ჯერ ჰაიდ პარკს ლონდონში.
ტყის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ბოტანიკური ბაღი, სამხეცე და სხვა საზოგადოებრივი გართობის ობიექტები (Jardin d'Acclimatation). ბულონის ტყე განთქმულია ღამღამობით მეძავთა, განსაკუთრებით ბრაზილიელ ტრანსსექსუალთა რაოდენობით.