ბორა (ფრინველი)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ბორა" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ბორა |
ბორა (Milvus milvus), ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. სხეულის საერთო სიგრძე - 58-61 ამ. აქვს ორკაპა ბოლო, შედარებით გრძელი (47,5-53 სმ) და ფართო ფრთები, რომელთა შლილი 150-170 სმ-ს უდრის. ფრინველი მოწითალო-მურა ფერისაა. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიაში, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ბალტიისპირეთში, უკრაინასა და კავკასიაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება.იკვებება პატარა მღრღნელებით (რითაც სარგებლობა მოაქვს), იშვიათად შინაური ფრინველებით