ბილბაო
ვიკიპედიიდან
ბილბაო (ბასკ. Bilbo) -- ბასკეთის ქვეყნის უდიდესი ქალაქი ჩრდილოეთ ესპანეთში და ბისკაის პროვინციის დედაქალაქი (ბასკ. Bizkaia). ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 350.000 ადამიანს (2004) და ის დიდი ბილბაოს ზონის ეკონომიკურად და ინდუსტრიულად ყველაზე აქტიური ნაწილია, რომელშიც ბასკეთის ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს. გრან ბილბაოს დაახ. ერთი მილიონი მოსახლეობა გაშლილია მდ. ნერვიონის ნაპირების გასწვრივ. ამ მიდამოებში განლაგებულმა მრავალმა ბიზნესმა თუ საწარმომ ინდუსტრიული რევოლუციის დროს რეგიონის სწრაფი გამდიდრება განაპირობა.